წელი - Year: 2004
ძარა - Chassis ID:
ძრავი - Engine CC: 3800
გარბენი - Mileage: 133 000 მილი
საწვავის ტიპი - Fuel Type: ბენზინი
გადაცემათა კოლოფი - Transmission: ავტომატიკა
პრობლემის დეტალური აღწერა:
მოგესალმებით
ისევ დამჭირდა თქვენი რჩევები - რისი დიდი იმედიც მაქვს

გაზი დავაყენე მე-4+ თაობა - თუ ასეთუ არსებობს, F5 სისტემა - და დაიწყო პრობლემები, დაძვრისას დაბალ აბაროტებზე იფურთხება, ახველებს, დედას იგინება არ ვიცი რა დავარქვა - პერებოის პონტში, თუ ძლიერად დავაწვები გაზს ქრება ეს სიმპტომები, ბენზინზე თუ გადავრთავ - აქაც არაფერი პრობლემა, გავიტანჯე ყოველ შუქნიშანზე ბენზინზე გადართვით
დარეგულირებას დასჭირდა საათზე მეტი ხანი ბოლოს პერებოი ვერ მოაცილეს და მითხრეს სვეჩები გამოცვალეო (რაც ალბად თავიდანვე უნდა ეთქვათ), დავაყენე დენსო ირიდიუმი, ვინც გამოცვალა იმან მითხრა 2-3 სვეჩში ზეთი იდგაო, პრაგლატკიდან აპარებსო, მაგრამ დიდი პრობლემა არააო, არაფერს არ უშლისო
წამოვიყვანე ისევ გაზის დამრეგულირებელთან, ეჩალიჩა ისევ, მორჩაო, თითქოს გამოსწორდა, 1 საათში ისევ დაეწყო იგივე, ნუ იგივე სიხშირით და სიძლიერით არა მაგრამ მაინც ფურთხუნებს
დავრეკე გაზის დამრეგულირებელთან - ისევ ისეა თქო, აშკარად ვიგრძენი მხრები აიჩეჩა, ეგ უკვე აღარაა გაზის პრობლემაო, წვის პრობლემა არისო, ანუ კატალიზატორი გექნება გაბინდულიო - მოკლედ ეს გაბინდვა ვერ მოვიშორე - ბენზინზე რომ პრობლემა არ აქვს თქო - გაზი პრობლემური საწვავიაო, კატალიზატორი შეამოწმებინეო
მოკლედ ან მომიშორა ჩემი უცოდინარობის გამო ან მართლა შეიძლება ამისი პრობლემა იყოს
იქნება მირჩიოთ რამე
მადლობა