Mitsubishi Club Georgia: Pajero IO პრობლემები დაქოქვისას - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
  • 2 Pages +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Pajero IO პრობლემები დაქოქვისას იქოქება და ქრება :(

#1 User is offline   Gode Icon

  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Members
  • Posts: 10
  • Thanked: 4 times

Posted 21 Dec 2011-15:29

მოგესალმებით მეგობრებო, დახმარება მინდა :vai:

მოკლედ მყავს 99-იანი იო, 1.8 ძრავით. რამდენიმე თვეა მოიმატა წვამ და ცოტა მოიკლო გაწევამ. ბოლო ხანებში დაეწყო ცივზე პრობლემა: ვქოქავ, აბაროტი ავა 1.5-ზე, ჩამოვა მერე 1-ზე დაიწყებს ძაგ-ძაგს და თუ არ მივახმარე გაზი ქრება, ამავდროულად, თითქოს გლუშიწელში რაღაცაა გაჭედილიო, პატარა ბათქუნის ხმა აქ ხოლმე 1-2-ჯერ და მერე გაიტანს თითქოსო და სწორდება. მივიყვანე დიაგნოსტიკაზე (ვაკის ლეჩკომბინატთან რამაზი მირჩიეს) ნახა, გაწმინდა დროსელი, წვას შეეტყო, მანქანაც უფრო "დარბილდა" თითქსო, გაზის პედალი უფრო თანაბარად რეაგირებს დაჭერაზე და მანქანაც ნაკლებად "იჭინთება" მარა დაქოქვას არ ეშველა. გუშინ იტოგში დაყვა და შეამოწმა GDI-ს შემავალი ფილტრი (ეგრე მითხრა), ბენზონასოსი, ბენზინის ფილტრი, მაღალი წნევაც შეამოწმა. იტოგში ყველაფერი წესრიგშიაო და GDI ბლოკი ფუჭდება ნელ-ნელაო, გადაკრასკე, გადააგდეო, 2000-იანებს და 2001-იანებს ვაკეთებო, მარა ამათ სხვანაირი ბლოკი აქვთ და სტენდის უნდაო და შამანური შელოცვებიო. მოკლედ დავიგრუზე და წამოვედი.

ჩავუჯექი გუშინს მერე და 2 დღეა ვკითხულობ და ნელ-ნელა მიჩნდება ეჭვი რო შეილება შეცდა: ჯერ ერთი რუსულ ფორუმებზე ტიპები წერენ რო დაქოქვის დროს MPI რეჟიმში იქოქება და მაღალ წნევას და GDI-ს მაგ დროს არაფერი ესაქმებაო, მეორეც ერთი წერენ რო სვეჩების ბრალი შეილება იყოსო, პახოდუ ამან ფილტრი არ შემიცვალა, გუშინ რო დაშალა თქვა რო ფილტრის ბრალი იქნებაო, მარა მერე ფილტრზე თქვა მწყობრშია ვროძეო, არადა მე 1,5 წელია ეს მანქანა მყავს და ფილტრი არ გამომიცვლია, იქნებ ფილტრიც შესაცვლელია... პახოდუ ფორუმებზე წერენ რო შეილება აკუმულატორის ბრალიც იყოსო, დაქოქვის დროს მაღალი ძაბვა უნდაო და აკუმულატორი თუ გაფუჭებულია შეილება მაქედანაც წამოვიდესო (აკუმულატორი შესაცვლელია). ასევე ბევრი ამბობს სვეჩებზე ფორუმებზე... პროსტა ყველაფერს ხო არ დავცვლი და ვიყიდი :( ჰაერის ფილტრი გძეტა 1.5 თვის შეცვლილია. დღეს ვაპირებ აკუმულატორი ჩავხსნა ღამე და ხვალ ხალასტოიზე დავაკალიბრო დილიდან, ეგებ და კომპიც მაზავს...

ვინმეს რამე იდეები გაქვთ? ან ვინმე კაი შეგიძლიათ მირჩიოთ? ერთი კაცის ნათქვამზე მენანება ჩემი საყვარელი მანქანის გაყიდვა, იმენა ღვიძლი ძმასავით მყავს, რაც მე მაგისგან სიკეთე მახსოვს, თვალს ვერ ვუსწორებ ისე მრცხვენია გაყიდვაზე რო ვფიქრობ



Warning

This post has been edited by Qartvela™: 21 Dec 2011-15:46

0

#2 User is offline   Gio Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 4,391
  • My Car:Lancer Evo IV
  • Thanked: 161 times

Posted 21 Dec 2011-15:34

View PostGode said:

პატარა ბათქუნის ხმა აქ ხოლმე 1-2-ჯერ და მერე გაიტანს თითქოსო და სწორდება

სვეჩები შეცვალე და თუ არ უშველა ვოზდუხამერიც გაწმინდე

და ფორუმის წესებიც წაიკითხე :vai:
0

Thanked by 2 Members:

#3 User is offline   Gode Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Members
  • Posts: 10
  • Thanked: 4 times

Posted 21 Dec 2011-15:42

Gio, ჰო, სვეჩებამდე მივდივარ მეც, pinin.ru-ზე რაც წავიკითხე, ყველა სვეჩებს აწვება, ვოზდუხამერი უნდა გავწმინდო თუ დატჩიკია და უნდა შევცვალო? (უკაცრავად გაუნათლებლობისთვის :kill: ) ჰოდა წესები დავარღვიე რამე? :vai: გავეცნობი და ვეცდები დავიცვა :(
0

Thanked by 1 Member:

#4 User is offline   Gio Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 4,391
  • My Car:Lancer Evo IV
  • Thanked: 161 times

Posted 21 Dec 2011-15:45

Gode,
უცენზურო სიტყვების ამბავში ვიგულისხმე :vai:

იყიდება ვოზდუხამერის საწმენდი სპრეი ვიურტში, მგონი იგივეა რითიც დროსელს წმენდავენ, მარა გაარკვიე მაინც

ჰო ნუ სვეჩებს გავს, პირველ რიგში ეგ უნდა გამორიცხო :(

მარტო ცივზე დაქოქვისას შვრება ეგრე თუ ცხელზეც
0

#5 User is offline   დოლა Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: CEO Member
  • Posts: 4,943
  • My Car:Mitsubishi Colt Ralliart Version R 1.5 TURBO MIVEC
  • Thanked: 164 times

Posted 21 Dec 2011-15:49

კი სვეჩები გამოცვალე და თუ არ უშველა მერე გადადი სხვა ეტაპზე
სვეჩები აუცილებლად უნდა შეცვალო, მე ეგ მგონია მთავარი მიზეზი
კარლევსკი მეიქინგ როცა ვალერიანოვიჩს სტენდინგ
0

#6 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,599
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 21 Dec 2011-15:50

Quote

სვეჩები + აკუმულატორი

+1
ჯერ სხვა აკუზე გატესტე, მერე სვეჩებიც მიაყოლე

Shinigami-ც გაგვიზიარებს იმედია საკუთარ გამოცდილებას :vai:
Black leopard will be back soon
0

#7 User is offline   Gode Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Members
  • Posts: 10
  • Thanked: 4 times

Posted 21 Dec 2011-16:02

Gio, უი, უი, მომიკვდეს თავი, მეტს აღარ ვიზამ და ვეცდები დახვეწილი და ნატიფი ქართულით ვიმეტყველო :vai:

რაც შეეხება პრობლემას, მარტო ცივზე, ისიც თუ 4-5 საათზე მეტხანს დგას, 2-3 საათი თუ გავაჩერე, იქოქება უპრობლემოდ. მარა აი დილას უჭირს და ღამე, სამსახურიდან თუ არ გავედი არსად, 6-7 საათი რო დგას.

Qartvela™, აკუმულატორი ასეც შესაცვლელი მაქვს და ისეც, 5 წუთი ჩამქრალზე რო გავაჩერო და რადიო დავტოვო ჩართული, მერე კლემების გარშე მაინც არ იქოქება ჰოდა ეგრევე შევცვლი მაშინ ბარემ და შევხედავ, თუ არ ეშველა, მერე სვეჩებს მივაყოლებ.
1

#8 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,599
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 21 Dec 2011-16:04

O.T.

View PostGode said:

Gio, უი, უი, მომიკვდეს თავი, მეტს აღარ ვიზამ და ვეცდები დახვეწილი და ნატიფი ქართულით ვიმეტყველო

+1 :( :vai:

0

#9 User is offline   Gio Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 4,391
  • My Car:Lancer Evo IV
  • Thanked: 161 times

Posted 21 Dec 2011-16:06

O.T.
Qartvela™,
რა გაცინებს, შენი დიქტატორული რეჟიმის ამბავია ყველაფერი :vai:

0

#10 User is offline   Gode Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Members
  • Posts: 10
  • Thanked: 4 times

Posted 30 Jan 2012-14:08

მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა გავაკეთე და ისეთი ბედნიერი ვარ რო რავი :lol: საქმე აი რაში იყო:

1. სვეჩებს დედა აღარ ყავდა და შევცვალე - მარა არ უშველა
2. შაბათს მყავდა სტრადაში, დიაგნოსტიკაზე, შეამოწმეს, დროსელი გასაწმენდიაო, GDI-ს ფილტრი გასაწმენდიაო. მეთქი დროსელი გავწმინდე უკვეთქო. აბა როგორო, რო ვუთხარი ააააო, ეგო ძმაოო, თითონ ზასლონკის გაწმენდააო, მარა კოლექტორი და არხებიო? მოხსნეს დროსელი და შიგნით ამოვსებული იყო, არხები პრაქტიკულად დაგმანული დაგვხვდა. ამოწმინდეს ხოშიანად. მერე მოხსნეს GDI_ს ფილტრი. მე ვდგევარ და ველოდები რო რამე ფილტრს ამოიღებენ და ტიპი რაღაც პატარა რკინის ცილინდრს მანახებს, აი ძაან პატარას და ნახე რა ჭუჭყიანიაო. რა ვიცოდი GDI-ს ფილტრი თუ ეგ ერთი პატარა მაიმუნობა იყო ;) ჩადო 5 წუთი რასტვარიწელში და დააბრუნა უკან. იტოგში გამწეწეს 90 ლარში, მარა სამაგიეროდ ვისწავლე და აწი ჩემითაც გავწმენდ რამე რო იყოს.

ჰოოდა, დღეს დილით გულის ფანცქალით დავქოქე ჩემი საყვარელი ჩოჩორი და... და დაიქოქა და არ ჩაქრა და აბაროტი დაიჭირა და იმენა ყველაფერი საათივით აწიკწიკდა, ეგეთი ბედნიერი მგონი რო ვიყიდე მაშინ არ ვიყავი :D მოკლედ მეგობრებო, თუ ვინმეს მსგავსი პრობლემები გექნათ მომავალში:

1. დროსელს წმენდთ თავის კოლექტორიან არხებიანა
2. GDI-ს ფილტრს წმენდთ
3. მერე უკვე სიღრმისეულ კვლევა-ძიებას იწყებთ მარა იმედია აქამდე საქმე არ მივა :p

ყველას მადლობა დახმარებისთვის :D
1

Thanked by 1 Member:

#11 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,599
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 30 Jan 2012-14:13

View PostGode said:

ჩადო 5 წუთი რასტვარიწელში

ნამდვილად იცი რო რასტვარიწელი იყო? ინჟექტორების საწმენდ სითხეში ხო არ ჩადო?

გილოცავ პრობლემის მოგვარებას და მადლობა ინფორმაციისათვის, საკმაოდ პრობლემატური საკითხია :lol:
0

#12 User is offline   G_G_G Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: CEO Member
  • Posts: 2,672
  • My Car:VR-4 MT
  • Thanked: 156 times

Posted 30 Jan 2012-14:17

ხო გეუბნებოდით ეგ ლერი აცოცხლებს მეთქი გდი-ებს :lol:

Gode,
ყველა გდი-ს ტკივილია ეგ :lol: რაც მე ეგ ფილტრებიდა დროსელები მაქვს ნაწმენდი :DD:
VR-4, MT
ბილდ ბაი რუჩკა, წიუნდ ბაი ნეონ, ბლესსდ ბაი მიშა - დრაგ რესინგა მანა როტ ჰაშელბეჟელბერემდე! © Nigozi Vr4
აიკი როგორ მოგეშორებინა გასწავლე, გალანტის დიფი რო დგება გაგიიასნე, ბლოკიროვკაზე ტიროდი და ლანგრით მოგართვი 120$-ად და მეტი რა ვქნა ბავშვებს ვერ მოგიწყობ ეხლა უმაღლესში © Gio
0

#13 User is offline   Gode Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Members
  • Posts: 10
  • Thanked: 4 times

Posted 30 Jan 2012-15:15

Qartvela™,
რავი, ვიღაც ორი სომეხი მასტი იყო, ერთმა დაშალა და მერე ნახევარი საათი მეორეს აგინებდა სომხურ-ქართულად, ამ რასტვარიწელის აღება რო იცი, უკან დაბრუნება რატო აღარ იცი მერეო :lol: ლოგიკურად დავასკვენი რო ეგ იყო. თითონ დროსელის კოლექტორი ვიურტის სპრეითი ამოწმინდა და იმ არხების ხვრელები კიდე გაღუნული სპიცით ჩიჩქნა 10 წუთი. ჰო, იმ ფილტრს მერე კიდე რაღაც სპრეი მიასხა, ოღონდ ვერ დავიმახსოვრე რა სპრეი იყო, გერმანულად ეწერა რაღაცეები.

Shinigami,
ჰო, აწი ჭკუა ვისწავლე და ოდნავ რო რამე აირევა, დავშლი ეგრევე და გავაპრიალებ :lol:
0

#14 User is offline   G_G_G Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: CEO Member
  • Posts: 2,672
  • My Car:VR-4 MT
  • Thanked: 156 times

Posted 30 Jan 2012-15:22

Gode,
მაღალი წნევის ნასოსის ფილტრი მაგარი სათუთი რამეა, თავში აქვს ლითონის რგოლი დანარჩენი ძალიან წვრილი სეტკაა პლასტმასში ჩამოსხმული, სამარეზით უნდა გამოიღო ეგ, მაგრამ ოდნავ დიდი რეზბა თუ აქვს სამარეზს უეჭველი გახევს. იმ ხელოსანს რო ქონდა ეგ გამოსაღები თუ დააკვირდი რანაირი იყო :lol:
0

#15 User is offline   tedo Icon

  • Advanced Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 363
  • Thanked: 18 times

Posted 30 Jan 2012-15:24

Shinigami, გაგას გალანტზე გამოვიღე ეგ ფილტრი ძლივს და მერე დაგვეკარგა და ძლივს ვიპივეთ:lol::
0

Share this topic:


  • 2 Pages +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

2 User(s) are reading this topic
0 members, 2 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?