მოკლედ მყავს 99-იანი იო, 1.8 ძრავით. რამდენიმე თვეა მოიმატა წვამ და ცოტა მოიკლო გაწევამ. ბოლო ხანებში დაეწყო ცივზე პრობლემა: ვქოქავ, აბაროტი ავა 1.5-ზე, ჩამოვა მერე 1-ზე დაიწყებს ძაგ-ძაგს და თუ არ მივახმარე გაზი ქრება, ამავდროულად, თითქოს გლუშიწელში რაღაცაა გაჭედილიო, პატარა ბათქუნის ხმა აქ ხოლმე 1-2-ჯერ და მერე გაიტანს თითქოსო და სწორდება. მივიყვანე დიაგნოსტიკაზე (ვაკის ლეჩკომბინატთან რამაზი მირჩიეს) ნახა, გაწმინდა დროსელი, წვას შეეტყო, მანქანაც უფრო "დარბილდა" თითქსო, გაზის პედალი უფრო თანაბარად რეაგირებს დაჭერაზე და მანქანაც ნაკლებად "იჭინთება" მარა დაქოქვას არ ეშველა. გუშინ იტოგში დაყვა და შეამოწმა GDI-ს შემავალი ფილტრი (ეგრე მითხრა), ბენზონასოსი, ბენზინის ფილტრი, მაღალი წნევაც შეამოწმა. იტოგში ყველაფერი წესრიგშიაო და GDI ბლოკი ფუჭდება ნელ-ნელაო, გადაკრასკე, გადააგდეო, 2000-იანებს და 2001-იანებს ვაკეთებო, მარა ამათ სხვანაირი ბლოკი აქვთ და სტენდის უნდაო და შამანური შელოცვებიო. მოკლედ დავიგრუზე და წამოვედი.
ჩავუჯექი გუშინს მერე და 2 დღეა ვკითხულობ და ნელ-ნელა მიჩნდება ეჭვი რო შეილება შეცდა: ჯერ ერთი რუსულ ფორუმებზე ტიპები წერენ რო დაქოქვის დროს MPI რეჟიმში იქოქება და მაღალ წნევას და GDI-ს მაგ დროს არაფერი ესაქმებაო, მეორეც ერთი წერენ რო სვეჩების ბრალი შეილება იყოსო, პახოდუ ამან ფილტრი არ შემიცვალა, გუშინ რო დაშალა თქვა რო ფილტრის ბრალი იქნებაო, მარა მერე ფილტრზე თქვა მწყობრშია ვროძეო, არადა მე 1,5 წელია ეს მანქანა მყავს და ფილტრი არ გამომიცვლია, იქნებ ფილტრიც შესაცვლელია... პახოდუ ფორუმებზე წერენ რო შეილება აკუმულატორის ბრალიც იყოსო, დაქოქვის დროს მაღალი ძაბვა უნდაო და აკუმულატორი თუ გაფუჭებულია შეილება მაქედანაც წამოვიდესო (აკუმულატორი შესაცვლელია). ასევე ბევრი ამბობს სვეჩებზე ფორუმებზე... პროსტა ყველაფერს ხო არ დავცვლი და ვიყიდი ჰაერის ფილტრი გძეტა 1.5 თვის შეცვლილია. დღეს ვაპირებ აკუმულატორი ჩავხსნა ღამე და ხვალ ხალასტოიზე დავაკალიბრო დილიდან, ეგებ და კომპიც მაზავს...
ვინმეს რამე იდეები გაქვთ? ან ვინმე კაი შეგიძლიათ მირჩიოთ? ერთი კაცის ნათქვამზე მენანება ჩემი საყვარელი მანქანის გაყიდვა, იმენა ღვიძლი ძმასავით მყავს, რაც მე მაგისგან სიკეთე მახსოვს, თვალს ვერ ვუსწორებ ისე მრცხვენია გაყიდვაზე რო ვფიქრობ
This post has been edited by Qartvela™: 21 Dec 2011-15:46