Mitsubishi Club Georgia: ELF VS Motul - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ELF VS Motul ბრენდების დიდი ჯახი

#1 User is offline   xLEGENDx Icon

  • Advanced Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Friends
  • Posts: 280
  • Thanked: 40 times

Posted 18 Jun 2013-15:24

ამ თემაში მინდა ორი დიდი ბრენდის შედარება გავაკეთო, ტექნიკური დატა შიტებით, საფასო პოლიტიკით, საერთაშორისო მიღწევებით და ასე შემდეგ. ძირითადად შევეხები რამოდენიმე სახეობის ზეთს, 5W30, 5W-40 NORMAL SERIES (სპორტულ ზეთებს შემდეგ გავუკეთებ შედარებას)

საერთაშორისო არენაზე ELF და MOTUL საკმაოდ ბევრ ადგილას იკვეთებიან და რეალურად ერთმანეთის დიდი კონკურენტებიც არიან, ქვეყნების მიხედვით ზოგჯერ სტატისტიკა პოპულარობისა თუ გაყიდვების განსხვავდება, თუმცა ძირითადად მაინც ერთნაირად ძლიერი ბრენდებია.

შევეხოთ საერთაშორისო Auto & Moto ჩემპიონატების სპონსორობებს:

ELF წარმოდგენილია შემდეგ სახეობებში: FORMULA 1 (TOTAL ის ბრენდ ქვეშ), DAKAR Rally, Moto GP (თავისივე გუნდით), 24 Hour of Le-mans, არის Renault, Nissan,KAVAZAKI-ს OEM მიმწოდებელი კონვეირზე.

Motul წარმოდგენილია შემდეგ სახეობებში:24 Hour of Le-mans, Moto GP, Ice speedway series და სხვა მრავალი, თითქმის ყველგან formula 1 ის გარდა.

დავიწყოთ კონკრეტული შედარება ასორტიმენტის მიხედვით: საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი მოდელი ზეთები:
Motul: Motul 5W40 X-Clean, 5W40 X-Cess , Motul 5W30 Eco-Nergy, Motul 5W30 X-Clean
ELF: ELF 5W30 Solaris MSX, ELF 5W30 Evolution SXR, ELF 5W40 Excellium Full Tech, ELF 5W40 Solaris LSX

ზეთები შევადაროთ კონკრეტული პროდუქტები, შესაბამისი ფორმულებით და დაშვებებით.

Motul 5W30 X-Clean VS ELF 5W30 Solaris MSX

Posted Image

ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API დაშვების მიხედვით ELF უფრო ახალი დაშვება აქვს ანუ "SN" ვიდრე MOTUL "SM", მწარმოებლის დაშვებების მიხედვით კი ერთნაირი დაშვებები აქვს უბრალოდ ELF-ს ფორდის დაშვება აქვს დამატებული. 100 გრადუსზე სიბლანტე ერთნაირი აქვთ ზუსტად და შეადგენს 12-ს და Flash Point ორივეს 230 აქვს და VISCOSITY INDEX 5 ერთეულით მეტი აქვს ELF-ს.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W30 x-Clean იყიდება 25 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 22,5 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W30 Solaris MSX იყიდება 25 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 20 ლარად)


Motul 5W30 Eco-Nergy VS ELF 5W30 Evolution Sxr

Posted Image

ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით ერთნაირი დაშვებები აქვთ, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით კი ერთნაირი დაშვებები აქვს უბრალოდ Motul-ს ფორდის დაშვება აქვს დამატებული. 100 გრადუსზე სიბლანტე თითქმის ერთნაირი აქვთ ზუსტად და შეადგენს 10 და 9.9-ს და Flash Point 163 VS 160 აქვთ.


შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W30 Eco-Nergy იყიდება 20 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 18 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W30 Evolution Sxr იყიდება 19 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 15 ლარად)

Motul 5W40 X-cess VS ELF 5W40 Excellium Full Tech

Posted Image

ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით MOTUL-ს აქვს SN სპეციფიკაცია ELF-ს კი SM, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით ერთნაირი დაშვებები გააჩნია ორივე ბრენდს.
100 გრადუსზე სიბლანტის ინდექსი ELF-ს უფრო მეტი აქვს და შეადგენს 14.7-ს (მოტული 14.2), ასევე viscosity index ELF-ს აქვს 172 (მოტულს 170), რაც იმის მანიშნებელია რომ მაღალ ტემპერატურებზე ELF-ს უკეთესი მაჩვენებლები აქვს ვიდრე მოტულს.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი Motul 5W40 X-cess იყიდება 22 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 20 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W40 Excellium Full Tech იყიდება 20 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 16 ლარად)

Motul 5W40 X-Clean VS ELF 5W40 Solaris LSX

Posted Image
ტექნიკურ დატა შიტებში ჩანს რომ: API მიხედვით ELF-ს აქვს SN სპეციფიკაცია MOTULS-ს კი SM, მწარმოებლის დაშვებების მიხედვით ერთნაირი დაშვებები გააჩნია ორივე ბრენდს.
100 გრადუსზე სიბლანტის ინდექსი motul-ს უფრო მეტი აქვს და შეადგენს 14.1-ს (elf 13,9), ასევე viscosity index ELF-ს აქვს 170 (მოტულს 172), თუმცა FLASH POINT ელფ-ს აქვს 240 მოტულს კი 234 გრადუსი.

შევადაროთ ახლა ფასი 1 ლიტრიანების მიხედვით:
თბილისში 1 ლიტრიანი 5W40 X-Clean იყიდება 30 ლარად ლიტრი (GOLD CARD-ით 27 ლარად)
თბილისში 1 ლიტრიანი ELF 5W40 Excellium Full Tech იყიდება 25 ლარად ლიტრი (ELITE CARD -ით 21 ლარად)


ამ მოკლე მიმოხილვით ვეცადე შემედარებინა ბრენდები, ხარისხი, გამოცდილება და ფასი ერთმანეთისათვის. :) ახლა არჩევანი კი უკვე მხოლოდ მომხმარებელზეა :))).
2

Thanked by 1 Member:

#2 User is offline   Gio Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 4,391
  • My Car:Lancer Evo IV
  • Thanked: 161 times

Posted 18 Jun 2013-17:47

View PostxLEGENDx said:

ELF 5W40 Excellium

ამას ვასხამდი წინა ევოში 1-2 წელი და რავი მუშაობდა რა
ეხლა ამ ევოში Motul 5W40 X-cess-ს ვასხამ და ესეც რავი, მუშაობს რა :D
0

#3 User is offline   vnk Icon

  • Super Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 611
  • My Car:evo 4 rs
  • Thanked: 19 times

Posted 18 Jun 2013-19:16

View PostGio said:

ევოში Motul 5W40 X-cess-ს ვასხამ და ესეც რავი, მუშაობს

მეც კმაყოფილი ვარ მაგ ზეთის.ტემპერატურა ქალაქში 80-85 უჭირავს
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

2 User(s) are reading this topic
0 members, 2 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?