|
|
|
-
Main
-
Images 3
-
Modifications 0
Mitsubishi Galant VR-4 (2001)
Share Vehicle
Rating    
3 Votes

- Vehicle Owner:
xemes
- Date Added: 05 Jun 2011-18:33
- Date Updated: --
- Color: Grey
- Views: 5,116
- Price: € 1,000,000
- Odometer: 59,000 Kilometers
აღწერა? რაღა აღწერა უნდა? ნარკოტიკივითაა, ერთხელ თუ გასინჯე მერე არ გაქვს სურვილი გადაჯდომის, იმ დღეს, სანამ ამ მანქანას ვნახავდი დილით მქონდა 1,80 ლარი გზის ფული და 20 თეთრს ვეძებდი სახლში 2 ლარამდე რო შემევსო, მერე შემთხვევით დამირეკა მანქანის პატრონმა (ქართველამ ვისგანაც იყიდა ადრე მანქანა) და მითხრა ვრ4 ჩამოვიყვანე და თუ გინდა განახებო, ხოდა მანახა . . . მერე საიდან ვიშოვე მანქანის ფული არ ვიცი, ყველაფერი ვქენი რო ხელიდან არ გამეშვა და არც ვნანობ. მესამე ვრ4 არის ჩემთვის, პირველად რო ვრ4 მყავდა 1 წელიწადში გავყიდე და ახალი 2002 წლიანი ვიყიდე, 2 თვე ველოდე იმ ახალს და რო ჩამოვიდა 10 დღეში დავამტვრიე მაგრად და დავშალე, ხოდა მერე აღარც ვფიქრობდი მანქანის ყიდვაზე, მარა ვიცოდი რომ როცა ვიყიდდი ისევ ვრ4ს ვიყიდდი, ხოდა ასე გადიოდა თვეები, გავიდა ერთი წელი და გათენდა ის დილა როცა დილით ლარი და ოთხმოცი მქონდა.
ყველაზე დიდი პლიუსი ამ მანქანის ისაა, რომ არ ფუჭდება და თავს არ გაბეზრებს პრობლემებით, იმ ფასში რა ფასიც რირს გთავაზობს უდიდეს კომფორტს, მათ შორის სისწრაფეს და უამრავ "ნავაროტკას"
კიდე დიდი პლიუსი ისაა, რომ სადაც არ უნდა მიხვიდე ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ, არადა გვერდით შეიძლება ბევრად ძვირიანი მანქანა იყოს გაჩერებული.
ჩემთვის ვრ4 ით გაზაობასა და სხვა მანქანით გაზაობას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ფეხბურთის ბუცებით თამაშსა და ჩუსტებით თამაშს შორის.
წვას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ბევრს წვავს, რადგან იმაზე ნაკლებს წვავს რასაც ასეთი მანქანა უნდა წვავდეს, თუმცა რა თქმა უნდა ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ხშირად რთულია ბენზინის ჩასხმა, ანუ იმის თქმა მინდა რომ სხვა მანქანამ, რომ ასე იაროს ბევრად მეტს დაგიწვავს.
ერთადერთი მინუსი ისა აქვს რომ მინუსი არა აქვს. დიდი პლიუსია ის რომ ბენზინი რომ დაგიმთავრდება ნახევარი ლიტრიც რომ ჩაასხა მაინც იქოქება :)
კიდე დიდი პლიუსია ის რომ სულ პატარა რაღაცა უნდა რომ დიდი შედეგი გამოიღოს, პროსტა რომ დაბუსტო ძალიან დიდ სხვაობას გაზლევს, მოგლედ გიფასებს ინვესტიციებს რა :)
|