Mitsubishi Club Georgia: Mitsubishi-ი ელექტრული სპორტული ავტომობილების თემას ავითარებს - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Mitsubishi-ი ელექტრული სპორტული ავტომობილების თემას ავითარებს

#1 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,601
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 01 Jul 2011-11:56

Posted Image

Mitsubishi-ი ელექტრული სპორტული ავტომობილების თემას ავითარებს

i MiEV Sport Air-კაბრიოლეტის სახურავი გამჭვირვალეა, შუშისაგან დამზადებული. მასში მოთავსებულია მზის ელემენტები, რომლებიც ავტომობილის ელექტრონიკას კვებავს.

Mitsubishi-ი კომპაქტურლი ელექტრო-ავტომობილის გამოშვებისათვის ემზადება. წესით და რიგით, წარმოება მომავალ წელს უნდა დაიწყოს. მანამდე კი „კატებზე" ვარჯიშობენ და MiEV (Mitsubishi innovative Electric Vehicle) - ოჯახის სხვადასხვაგვარ კონცეპტს უშვებენ. უკანასკნელი გახლავთ კაბრიოლეტი - i MiEV Sport Air, რომლის წარდგენაც ჟენევის გამოფენაზე მოხდება, გაზაფხულზე.

ავტორების სიტყვებს თუ დავუჯერებთ, მოდელი გარემოზე ზრუნვას, მართვისას მიღებულ სიამოვნებას და დინამიკას აერთიანებს. ამიტომ, კონსტრუქტორებმა ავტომობილის მასათა ცენტრი დაწიეს იატაკში ჩამონტაჟებული ელემენტების ხარჯზე, რომლებიც ელექტრულ აგრეგატებს კვებავენ.

Posted Image

ჩვეულებრივი დენის წყარო აღნიშნულ ელემენტებს 7 სთ-ში მუხტავს.

ძრავი მოდელში სამია - ერთი მათგანი უკანა ღერძთან, დანარჩენი ორი კი წინა საბურავებთან. მათი წყალობით ავტომობილი აშკარად უფრო სწრაფად დადის, მაგრამ არანაირ ზუსტ მონაცემს კომპანია ჯერ არ აცხადებს. პრინციპში, ყველაფერი ეს უკვე ვიხილეთ 2007 წელს გამოსულ Sport-ვერსიაში, რომლის ჩვენებაც ტოკიოში მოეწყო. MiEV Sport-პროტოტიპი 180 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა. ელემენტების ერთი დამუხტვა კი 200 კმ-ზე ყოფნიდა მოდელს. კაბრიოლეტი აღნიშნული პროტოტიპისაგან მხოლოდ გადასახსნელი სახურავით განსხვავდება, მაგრამ ავტორები გვპირდებიან, უფრო სწრაფიც არისო.

Posted Image

ესაა ის ცნობილი - I MiEV Sport. გარეგნულად ახალი მოდიფიკაცია თითქმის არაფრით განსხვავდება მისგან. ცოტათი უაზრობა არ არის, ორი ლამის იდენტური კონცეპტის გამოშვება წლის განმავლობაში, როგორ ფიქრობთ? იქნებ, აშკარა მინიშნებაა სამომავლო სერიულ წარმოებაზე?!

Posted Image

ვინ იცის, იქნებ ერთ 5 წელიწადში სპორტული ელექტრომობილი სახელად - Peugeot 0000 RC ევროპაშიც გამოჩნდეს?!

თუმცა, პირველად გამოვა არა აღნიშნული სპორტული მოდელები, არამდე ყველაზე ჩვეულებრივი 3- და 5-კარიანი ჰეჩბექების მოდიფიკაციები, რომლებიც 63-ძლიერი ელექტრული ძრავებითაა აღჭურვილი. სრულად დამუხტული ელემენტებით მათ 160 კმ-ს გავლა შეუძლიათ. უკვე წელს, წესით ისინი ადგილობრივ იაპონურ ბაზარზე უნდა გამოჩნდნენ. მაგრამ როგორც ახლახან გახდა ცნობილი, PSA-კონცერნი დაინტერესდა MiEV-ელექტრული ავტომობილებით და 2011 წელს მათი ევროპაში გაყვანა გადაწყვიტა. ველოდებით Peugeot და Citroen-ს სერიული ელექტრულ ავტომობილებს.
Black leopard will be back soon
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?