Mitsubishi Club Georgia: გრძელსახა - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

გრძელსახა

#1 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,603
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 01 Jul 2011-11:54

ცნობილი გახდა Outlander XL-კროსოვერის მომავალი

Posted Image

უკვე ყველანაირი ეჭვი გაქარწყლდა იმის შესახებ, რომ იგი აუთლენდერის პროტოტიპია. განახლებული, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, რომ არც თუ მაინც და მიანც წარმატებული: ავტომობილის „ცხვირი", ძალიან გრძელი გამოუვიდათ.

Peugeot, Citroen და Mitsubishi-ს ერთობლივმა ცდებმა დაგვანახა, რომ Outlander XL-კროსოვერს ნებისმიერი იერის მიღება შეუძლია - გინდა Peugeot-ს საფირმო სახე და გინდაც სიტროენის ცნობილი „ნისკარტი". Outlander GT Prototype-კონცეპტის ნიო-იორკის ავტო-შოუმ ისიც დაადასტურა, რომ არც „მეცხრე" ლანსერის იერ-სახის გადაღებაა ამ ავტომობილისათვის პრობლემა.

ახალი სახის, რამდენიმე ქრომირებული დეტალის და დაბურული ოპტიკის გარდა აუთლენდერის გარეგნობაში არანაირი ცვლილება არ შესულა. ამიტომ ცოტათი მიანც რომ გაემართლებინა თავი Mitsubishi-მა საუკეთესო, რაც გააჩნდა, განახლებული ტექნოლოგიებით აღჭურვა მოდელი და GT-ინდექსი მიანიჭა.

Posted Image

Posted Image

ასეთი პატარა საბურავების გამო ავტომობილი პროფილში რაღაცნაირად საწყლად გამოიყურება. ღირდა კი ეს ყველაფერი ამდენ წვალებად? სპორტქარისაგან კროსოვერის შექმნა რომ უიმედო საქმეა - ისედაც ხომ ყველასათვის ცნობილია.

ახალი ალუმინის სახურავის წყალობით შესაძლებელი გახდა ავტომობილის მასა შემცირებულიყო და მისი მასათა ცენტრი დაბლა დაწეულიყო. კროხოვერი კიდევ უფრო დაბალი რომ გამოჩენილიყო, დაბალპროფილიანი საბურავებით აღჭურვეს. სალონში ცვლილებები ლამის არ შეუტანიათ. „ავტომატის" სელექტორთან მოთავსებული სრული ამძრავის რეჟიმების შაიბაც კი იგივე ადგილას დატოვეს. მხოლოდ ახლა იგი მხოლოდ უკანა საბურავების ამძრავის ელექტრომაგნიტური მუფტას ბლოკირებით კი არ არის „დაკავებული", არამენ ევოლუციური ტრანსმისიის - S-AWC - რეჟიმების რეგულირებითაც. Mitsubishi-ს ინჟინრებმა სარბოლო სრული ამძრავი ყოველდღიური მოძრაობის სტილზე მოარგეს და სამი რეჟიმით წარმოადგინეს: Normal, Snow და Off-Road.

Posted Image

„სპორტი" აქ მხოლოდ ყურადღების მისაქცევადაა გამოყენებული. სერიულ ავტომობილს სპორტული „თვისებები" აღარ აქვს - პირველ რიგში კი ბრწყინვალე ალუმინის სახურავი.

Posted Image

ცნობილი სალონი უხეში პლასტიკისაგან უკვე ტყავში გამოეწყო. საჭე კი სპორტული სედანი Lancer Evolution X-საგან აიღეს.

ძრავები და ტრანსმისიები ამერიკელი მომხმარებლის გემოვნებით შეირჩა: 5-საფეხურიანი „ავტომატი" და ყველაზე მძლავრი 3 ლ-ნი ძრავი - V6 MIVEC. 230 ცხ.ძ-მდე გაზრდილი სიმძლავრის და საჭის ქვედა შემონაფენზე არსებული გადამრთველი ღილაკების არსებობის მიუხედავად ზებუნებრივს ნურაფერს ელით ამ ავტომობილისაგან. 3 ლ-ნი აუთლენდერი 100 კმ/სთ სიჩქარეს 9.7 წმ-ში კრეფს, რაც დამეთანხმებით, არც თუ სახარბიელო შედეგია.
Black leopard will be back soon
0

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?