Mitsubishi Club Georgia: √ ფორუმის წესები - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • This topic is locked

√ ფორუმის წესები

#1 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 8,951
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 364 times

Posted 29 May 2011 - 23:25

1) ►მომხმარებლის რეგისტრაცია
  1. ფორუმზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ფორუმის წესების დაცვას.
  2. ფორუმზე რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს რეალური E-mail მისამართი, რათა შეძლოს ანგარიშის აქტივაცია.
  3. სახელის არჩევა (NickName) წარმოადგენს თქვენს პირად უფლებას. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას NickName-ის გამოყენების შეწყვეტაზე თუ მისი შემცველობა არღვევს მორალურ და ეთიკურ ნორმებს, შეურაცმყოფელია ფორუმის სხვა მომხმარებლისადმი. აკრძალულია NickName-ის რეგისტრაცია რომელიც მსგავსია უკვე არსებულ სახელებთან იმ დონეზე რომ სხვა მომხმარებელი დააბნიოს.
  4. აკრძალულია რამოდენიმე NickName-ით რეგისტრაცია, დამოუკიდებლად მიზნებისა, რომლისთვისაც ეს რეგისტრაცია ხდება. მოცემული ქმედება წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას და მიდის ჩანაწერების და IP მისამართის სრულ ბლოკირებამდე!
  5. ფორუმზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 1 საათის განმავლობაში თქვენ არ გაქვთ უფლება გახსნათ ახალი თემა ან გამოეხმაუროთ არსებულ თემებს. გთხოვთ გამოიყენოთ ეს ერთი საათი ფორუმის უკეთ გასაცნობად, გადაათვალიერეთ ფორუმი, გაეცანით წესებს და ფორუმის მოხმარებას.
   6. თუ რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ კითხვები/პრობლემები გთხოვთ გამოიყენეთ ადმინისტრაციასთან კონტაქტის ფორმა

2) ►საერთო დებულებებანი
   1. წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
   2. მოცემული წესები მოქმედებს ყველა კონფერენციაში. ცალკე განყოფილებებში შეიძლება არსებობდეს დამატებითი წესები, რომლებიც აზუსტებენ მოქმედების წესებს.
   3. კონფერენციაში ნებისმიერი პოსტის გამოქვეყნება ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
   4. ფორუმზე არსებულ ყველა პოსტს აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება. ფორუმზე დადებული ყველა მასალა(მათ შორის ფორუმის მონაწილეთა ყველა გზავნილი) გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ან ნაგულისხმებს, რომ ეს მასალები არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
   5. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ფორუმის გვერდებზე გაკეთებული სარეკლამო ხასიათის მასალების შინაარსზე, ან იმ მასალებზე, რომლებიც ვებ-საიტზე არ არის განთავსებული; ანუ, თუ ფორუმის ვებ-გვერდზე არსებული მასალა შეიცავს ბმულს იმ მასალაზე გადასასვლელად, რომელიც არ არის განთავსებული ფორუმის ვებ- საიტზე.
   6. პირადი საკითხების განხილვისათვის ფორუმზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას, შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე, მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო ან შეურაცყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გათიშოს ფორუმიდან დამნაშავე წევრი დაბლოკოს მისი IP მისამართი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თუ პირადი შეტყობინების ადრესატი გაასაჩვირებს შეტყობინების შეინაარსს.
   7. ფორუმზე წესრიგის არსებობას თვალყურს ადევნებენ მოდერატორები და ადმინისტრატორები, რომლებსაც შეუძლიათ გზავნილების ჩასწორება, წაშლა, თემების დახურვა, მონაწილეთა დაბლოკვა(ბანის დადება) ფორუმების მოხმარებისგან.
   8. ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებული ყველანაირი სახის წინადადებები, შენიშვნები და ზოგადი კომენტარები უნდა გაკეთდეს განყოფილებაში "ფორუმის შესახებ".
   9. წესები შედგენილია კომფორტული და კონსტრუქტიული საუბრისათვის. თუ თქვენ არ მოგწონთ კონფერენციაში მოქმედი წესები თავი შეიკავეთ მონაწილეობისაგან.
   10. ფორუმის წესების გარდა, ფორუმის ქვეფორუმსა თუ თემაში შეიძლება მოქმედებდეს დამატებითი ლოკალური წესები
   11. Mitsubishi Club Georgia-ს ფორუმი http://mitsubishi-club.ge/ წარმოადგენს კლუბის დამფუძვნებლების პირად საკუთრებას.

4) ►ახალი თემების და არსებულ თემებზე პასუხების გამოქვეყნების პირობები
   1. ფორუმის ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება შექმნას ახალი თემა, რომელიც შეესაბამება ფორუმის პროფილს, ითვალისწინებს ფორუმის წესებს და არ წარმოადგენს უკვე არსებული თემის გამეორებას.
   2. ფორუმზე თემა იხსნება აუცილებლად შესაბამის განყოფილებაში. განყოფილებაში რომელსაც მიესადაგება თემის სათაური და თემის შინაარსი.
   3. ფორუმის რამოდენიმე განყოფილებაში თემები იხსნება მზა შაბლონის მიხედვით, რომელიც ედიტორში ავტომატურად ჯდება. გაითვალისწინეთ აუცილებლად: თემა შექმენით შესაბამისი შაბლონის მიხედვით.
   6. კონფერენციაზე ურთიერთობის ენაა ქართული. ფორუმზე არაა რეკომენდებული ქართული ენის განზრახ დამახინჯება. თქვენი პოსტის ორთოგრაფიული სისწორე არის გარანტი იმისა, რომ მას წაიკითხავს ყველა დაინტერესებული მომხმარებელი. პატივი ეცით ფორუმის მომხმარებლებს, ისინი არ არიან ვალდებულნი ეძიონ აზრი გრამატიკულად დამახინჯებულ პოსტში.
   7. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ურთიერთობის ისეთი ფორმის სპეციფიკა როგორიცაა კონფერენცია და ნათლად წარმოიდგინოთ მისი განსხვავება ჩათისგან. კონფერენციაში ყველა პოსტი ინახება განუსაზღვრელი დროით, მაშინ როცა ჩათი მათ მხოლოდ რამოდენიმე საათით ინარჩუნებს. შესაბამისად კონფერენციაში მიღებულია ისეთი პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც წარმოადგენენ არა წუთიერ ინტერესს, არამედ ისეთების რომელთა წაკითხვა საინტერესო იქნება გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც.
   8. შეკითხვის შემცველი ახალი თემის გამოქვეყნებამდე სცადეთ გაუკეთოთ სწორი ფორმულირება თქვენს შეკითხვას.
   9. თემის სათაური მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ამ თემის შინაარსს სიტყვათა მინიმალური რაოდენობით. აკრძალულია თემის გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგ. "ვერაფერი გავიგე", "შემოიხედეთ", "დამეხმარეთ", "ვიყიდი", გავყიდი" ან მხოლოდ ავტომობილის მოდელის დაწერა, მაგ.: "Mitsubishi Colt", "Pajero IO" და ასე შემდეგ. სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი ობიექტი.
   10. თუკი პასუხი გაგცეს და პრობლემაც გადაიჭრა, არ დაგავიწყდეთ მოკლედ აღწეროთ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და მადლობა გადაუხადოთ თანაფორუმელებს დახმარებისთვის, თუნდაც პრობლემის გადაწყვეტის გზა მათი მოწოდებული არ იყოს, ისინი ხომ შეეცადნენ დაგხმარებდნენ.

5) ►იკრძალება
   1. უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაწმყოფელი გამონათქვამები, თუნდაც სიმბოლოებით შენიღბული.
   2. წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, რასისტული ხასიათის გამონათქვამები, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება და კამათები რელიგიურ თემებზე.
   3. წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
   4. ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები, რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს ადრესატის მხრიდან, თუმცა ადრესატი ვალდებულია თავი შეიკავოს და არ აჰყვეს პროვოკაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც დაისჯება ფორუმის წესების შესაბამისად.
   5. სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების და პოსტების შექმნა, ასევე საიტების ბმულის გამოქვეყნება მათი პოპულარიზაციის მიზნით, ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.
   6. ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ბმულების, ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალის გამოქვეყნება.
   7. უაზრო და არაფრის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელსაც არ აქვს აზრობრივი დატვირთვა, ფლეიმი (Off Top) თემატურ ფორუმებში, ასევე კონფერენციის ჩათად გამოყენება, თემასთან თემატურად შეუსაბამო პოსტები. ასევე (Off Top) -ზე პასუხები.
   10. თემების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
   11. მოდერატორის, ადმინისტრატორის ქმედებების განხილვა სხვადასხვა განყოფილებებში, გარდა სპეციალურად ამ საკითხისთვის შექმნილი თემისა.
   12. ხელმოწერაში (Signature) აკრძალულია ისეთი ინფრომაციის გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს სარეკლამო სახის ინფორმაციას, ბმულებს, საიტების სახელებს, უცენზურო სიტყვებს და გამოთქმებს, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების, კლუბის ან მისი წევრის საზიანო, შეურაცმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.
   13. კონკრეტული თემის განხილვისას აკრძალულია სხვა საკითხებზე მსჯელობა (ე.წ.ოფტოპიკები) ოფტოპიკების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. კონკრეტულ თემაში მოყვანილი კომენტარის შეფასება ე.წ. "ოფტოპიკად" შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრატორს, მოდერატორს და თემის ავტორს. ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, მოდერატორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ოფტოპიკის წაშლის თაობაზე.
   14. ერთი და იგივე შინაარსის თემების გახსნა სხვადასხვა განყოფილებებში. ასეთი ქმედება ჩაითვლება ფლუდად (Flood).
   15. რეპლიკების და მხოლოდ სიცილიკების დაპოსტვა. თუ რაიმე აზრი გაგაჩნიათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაასაბუთეთ იგი.
   16. დაუსაბუთებელი გამოხმაურება, "ეს ჯობია", "არ მომწონს" და ა.შ. ყოველთვის მოიყვანეთ არგუმენტი თქვენი აზრის სასარგებლოდ.
   17. იკრძალება უკვე არსებულ თემაში ახალი შეკითხვის დასმა, რომელიც არაა კავშირში თემის პირველ პოსტთან, თუ შეკითხვა საჭიროებს განხილვას გახსენით ახალი თემა შესაბამის განყოფილებაში.
   18. იკრძალება გამოხმაურება შინაარსით ქართული, მაგრამ ლათინური ასოებით. ფორუმზე გამოიყენება ქართული კლავიატურის სკრიპტი, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა პოპულარულ ბრაუზერში ტექსტი აიკრიფოს ქართული ასოებით.
   19. იკრძალება თემის სათაური რომელიც შეიცავს UPPER-CASE-ში დაწერილ რამდენიმე სიტყვას.
   20. ნებისმიერი თემის ან საკითხის გარჩევის გაგრძელება, რომელიც მანამდე ადმინისტრაციის მიერ აიკრძალა ხელმეორედ განხილვისათვის, მაგალითად, წინამორბედი თემის დახურვა.
   21. იკრძალება სურათების დადება [.IMG][./IMG] თაგებით, რომელთა ზომაც აღემატება 1024PX x 1024PX-ს.
   22. სასტიკად იკრძალება ჩვენს ფორუმზე ატვირთული სურათის (სწრაფი გამოხმაურების ფორმაში დამატებული სურათის ასატვირთი ფუნქციით ატვირთული სურათის, ან iHost აპლიკაციით ატვირთული სურათის შემთხვევაში) გამოყენება სხვა საიტებზე, ფორუმებზე, ბლოგებზე და ასე შემდეგ თუ ატვირთული სურათი არ გამოიყენება (იგულისხმება თუ ატვირთული სურათის ბმული არ არის დაპოსტილი რომელიმე თემაში, ჩვენსავე ფორუმზე) ჩვენს ფორუმზე.

5.1 მართლწერის შეცდომები:
   1. იკრძალება ორთოგრაფიული შეცდომებით წერა. მაგალითად: თუ თქვენ არ გინდათ გაიწეწოთ, მაშენ გთავაზოპთ იაფიან ვარეანტს
   2. იკრძალება გრამატიკული და სინტაქსური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა, მაგალითად: ჩემი ცუდად ლაპარაკობს რუსული
   3. იკრძალება პუნქტუაციური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა. მაგალითად: სამზე მეტი სასვენი ნიშნის გამოყენება მიყოლებით.
ამისთვის თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას Warn +10%
   4. იკრძალება გრამატიკული შეცდომებით ნაწერი, ენის გასატეხი.
   5. იკრძალება ტექსტი, დაწერილი დიდი და პატარა ასოებით (upper-case და lower-case) არეულად. მაგალითად: ConGRatuLatIonS, ან სხვადასხვა ანბანის ასოების ან ციფრების გამოყენებით, მაგალითად: Mera0m4em
როცა ტექსტს გაამზადებთ გამოსაქვეყნებლად, კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ მართლწერა და თუ იქნება შეცდომები დროულად ჩაასწორეთ.

6) ►ChatBox
"ChatBox" ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი საუბრებისთვის გაკეთებული სასაუბრო:
არ გააკეთოთ ჩათისთვის შეუსაბამო განცხადებები.
ნუ დავსვათ კითხვებს მაგალითად როგორიცაა: მუხრუჭები სად გამოვცვალო? ან კარგი მოტორისტი სად ვნახო? ან იყიდება ესა თუ ის! რას მირჩევთ? სად გავაკეთო? და ასე შემდეგ!
"ChatBox"-ში დასმული კითხვა, შეთავაზება, "გახურებული" დისკუსია 50 ხაზის შემდეგ ავტომატურად იშლება და ჩათვალეთ რო არც არავის უნახავს და 24 საათიან ბანსაც დაიმსახურებთ.
გახსენით თემები ფორუმის წესების დაცვით, ან გამოეხმაურეთ უკვე არსებულ თემებს!

ფორუმის ახალი წევრების (არ ვრცელდება ჯგუფებზე Club Member, Friends, Female Member) საყურადღებოდ: "ChatBox" -ით სარგებლობა რომ შეძლოთ მინიმუმ 100 პოსტი უნდა გქონდეთ ფორუმზე გაკეთებული. გაითვალისწინეთ პოსტები რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 100 პოსტის დაგროვების შინაარსით იქნება გახსნილი უკომენტაროდ წაიშლება ავტორი დასაჩუქრდება პირველ ორ შემთხვევაზე 10% -იანი Warn-ით, მესამეზე კი 1 კვირიანი ბანით!

ჩათბოქსთან დაკავშირებით თუ რამეში ვერ გაერკვევით შეგიძლიათ თქვენი შეკითხვა დასვათ ჩათის თემაში. ასევე თუ რამე წინადადება გაქვთ ... ასევე თუ ჩათბანი დაიმსახურეთ და თვლით რომ უმიზეზოდ.

7) ►მოდერატორების უფლება-მოვალეობები:
   1. მოდერატორი არის ჩვეულებრივი ფორუმელი, რომელსაც გარკვეული დროით მიენიჭა დამატებითი ფუნქციები ფორუმზე წესრიგის დასამყარებლად; ის ადევნებს თვალყურს წევრების მხრიდან ფორუმზე მიღებული წესების დაცვას;
   2. მოდერატორის შერჩევა ხდება ფორუმის ადმინისტრაციის მიერ;
   3. მოდერატორს მოეთხოვება ფორუმზე მოქცევის წესების ზედმიწევნით ცოდნა;
   4. ასევე მას მოეთხოვება ფორუმის მუშაობის გარკვეულ დონეზე ცოდნა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს სათანადო ზომების მიღება;
   5. მოდერატორს, რომელიც ინიშნება განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) უნდა ჰქონდეს ამ განყოფილების (ქვეგანყოფილების) სპეციფიკის ცოდნა;
   6. მოდერატორი ინიშნება ერთ ან რამოდენიმე განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში), ემორჩილება და ზედმიწევნით იცავს ფორუმზე არსებულ წესებს. მას სხვა ფორუმელებისაგან განსხვავებით მოეთხოვება მეტი თავდაჭერილობა. უნდა იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი;
   7. მოდერატორის უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) სადაც არის დანიშნული;
   8. ადმინისტრატორი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოდერატორების გაუფრთხილებლად მოახდინოს მოდერირება მთლიან ფორუმზე;
   9. მოდერატორი ანგარიშვალდებულია ადმინისტრატორის წინაშე; საჭიროების შემთხვევაში აბარებს მათ ანგარიშს და ასაბუთებს თავის ქმედებას;
   10. მოდერატორისთვის მინიჭებული ფუნქციების შეზღუდვა შესაძლებელია როგორც საკუთარი სურვილით, ასევე ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით;
   11. საკუთარი სურვილით მოდერატორობიდან წასვლაზე მან უნდა შეატყობინოს ადმინისტრატორს. მას შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია მის ნაცვლად სხვა ფორუმელის კანდიდატურას;
   12. მოდერატორი ვალდებულია პრობლემური სიტუაციაციის წარმოქმნისას სასწრაფოდ ჩააყენოს საქმის კურსში ადმინისტრატორი;
   13. მოდერატორი ვალდებულია პასუხი გასცეს მის მიმართ დასმულ შეკითხვას და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს სათანადო შესწორება;
   14. თემის დახურვისას ბოლო პოსტში გააკეთოს არგუმენტირებული პასუხი და მიუთითოს დახურვის მიზეზი, ხოლო თემის წაშლის საჭიროების შემთხვევაში შეატყობინოს ადმინისტრატორს;
   15. ასევე ფორუმელისთვის სადამსჯელო ქმედების ჩატარების შემთხვევაში შესაბამის ადგილზე მიუთითოს დასჯის მიზეზი და ფორუმელს მისცეს განმარტება პმ-ში;
   16. ფორუმელის დასჯის მიზნით მისთვის პოსტინგის შეზღუდვის (ბანი) საჭიროების შემთხვევაში მოდერატორი ატყობინებს ადმინისტრატორს შექმნილ სიტუაციას და მასთან ათანხმებს ამ საკითხს;
   17. რომელიმე მოდერატორის მიერ დადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას სხვა მოდერატორის მიერ, ადმინისტრატორისა ან თვით იმ მოდერატორის გარეშე, რომელმაც სასჯელი დაადო;
   18. კატეგორიულად აკრძალულია ფორუმზე მოდერატორების მხრიდან უწმაწური გამონათქვამები, ფორუმელების პირადი შეურაცხყოფა;
   19. მოდერატორი, რომელიც შეეპასუხება ფორუმელის მხრიდან შეურაცხყოფას, უპასუხებს აგრესიით და მოუწოდებს მას ჩხუბისა და ცალკე განხილვისკენ, უკვე ითვლება დამნაშავედ და მისი დასჯის საკითხი განხილული უნდა იყოს ადმინისტრატორის მიერ. საჭიროების შემთხვევაში საკითხი განიხილება მოდერატორებთან ერთად;
   20. რომელიმე ფორუმელის მხრიდან მოდერატორის გინებისა და შეურაცხყოფის შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია სათანადო ზომების მიღება, უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ადმინისტრატორი. საჭიროების შემთხვევაში საკითხი განიხილება მოდერატორებთან ერთად;
   21. მოდერატორს ეკრძალება მის ხელთ არსებული, ფორუმელების პირადი ინფორმაციის გაცემა, გამჟღავნება.
   22. მოდერატორს ეკრძალება შეცვალოს თემები ან გამოხმაურებები მათი შინაარსის შეცვლის მიზნით.
   23. მოდერატორს ეკრძალება ფორუმის წევრის ლობირება.
   24. მოდერატორს ეკრძალება მისდამი მიმართული თხოვნის (მოთხოვნა, წინადადება, საჩივარი და ა.შ.) იგნორირება.
   25. მოდერატორს ეკრძალება ისაუბროს ფორუმის ადმინისტრაციის სახელით
   26. მოდერატორი ვალდებულია მოუწოდოს ფორუმელებს წესების დაცვისკენ და აღკვეთოს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნა
   27. მოდერატორებმა უნდა იმუშაონ შეთანხმებულად და არ შეუშალონ ერთმანეთს ხელი. როცა ერთი მოდერატორი არკვევს რამე კონკრეტულ საკითხს, მეორე არ უნდა ჩაერიოს თუ ამას თვითონ მოდერატორი არ მოითხოვს.


გაფრთხილებებით და ბანებით "დასაჩუქრება":

1) ►თემა რომელიც არ შეესაბამება განყოფილებას, ან განყოფილებაში არსებული წესების დარღვევითაა გახსნილი
გადადის შესაბამის განყოფილებაში ან იშლება ფორუმიდან.
   I - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით ან ღიად ფორუმზე.
   II - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით ან ღიად ფორუმზე და Warn-ი 10%.
   III - შემთხვევა - ბანი 1 დღით.
   IV - ყოველი მომდევნო შემთხვევა - ბანი 7 დღით.

2) ►თემა რომელიც გახსნილია პროვოკაციული მიზნით
ვხურავთ თემას და გადაგვაქვს არქივში, ან იშლება ფორუმიდან.
   I - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით ან ღიად ფორუმზე.
   II - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით ან ღიად ფორუმზე და Warn-ი 10%.
   III - შემთხვევა - ბანი 1 დღით.
   IV - ყოველი მომდევნო შემთხვევა - ბანი 7 დღით.

3) ►ოფტოპიკი (Off Topic)
   I - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით ან ღიად ფორუმზე.
  II - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით ან ღიად ფორუმზე და Warn-ი 10%.
  III - შემთხვევა - ბანი 1 დღით.
   IV - ყოველი მომდევნო შემთხვევა - ბანი 7 დღით.

4) ►ნებისმიერი საკონფლიქტო და წინა საკონფლიქტო სიტუაცია
   I - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილეს გაფრთხილება ფორუმზე ან PM-ით და Warn-ი 10%.
  II - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილეს ბანი 1 დღით..
  III - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილეს ბანი 7 დღით.
   IV - შემთხვევა - კამათის ყველა მონაწილე იბლოკება სამუდამოდ.

5) ►შეურაცყოფა და უცენზურო სიტყვები
   I - შემთხვევა - Warn-ი 20%.
   II - შემთხვევა - Warn-ი 30% ბანი 7 დღით.
  III - შემთხვევა - Warn-ი 50% და ბანი 1 თვე, ან სამუდამო ბანი.

6) ►ფორმუზე კლონის დარეგისტრირება
ყველა კლონი იშლება, რჩება მხოლოდ ძირითადი ანგარიში.
   I - შემთხვევა - გაფთხილება PM-ით და Warn-ი 20%, კლონი იშლება.
   II - შემთხვევა - Warn-ი 20%, ბანი 3 დღით ძირითად სახელზე და IP-ზე, კლონი იშლება.
   III - შემთხვევა - Warn-ი 50%, ბანი 1 თვით ძირითად სახელზე და IP-ზე, კლონი იშლება.
  IV - შემთხვევა - სამუდამო ბანი IP-ზე, კლონი და ძირითადი სახელი იშლება.

7) ►საიტების, მაღაზიების, მომსახურების რეკლამირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე
   I - შემთხვევა - გაფრთხილება ფორუმზე ან PM-ით და Warn-ი 10%.
   II - შემთხვევა - Warn-ი 20% და ბანი 1 დღით.
  III - შემთხვევა - Warn-ი 50% და ბანი 7 დღით.
  IV - შემთხვევა - სამუდამო ბანი.

8) ►ფორუმის შეურაცყოფა, უპატივცემულობა ...
  I - შემთხვევა - ბანი 1 თვით.
   II - შემთხვევა - ბანი 6 თვით.
  III - შემთხვევა - სამუდამო ბანი.

Warn-ის ჩამოწერა: 2 დღეში ერთხელ აკლდება 1%
ასევე, თუ თქვენი Warn -ის % -ები ტოლი ან მეტი იქნება 30%-ზე ავტომატურად დაგედებათ ჩათბანი.
1% Warn იხნება 2 დღეში, შესაბამისად (Warn 30%) -ზე რამდენი პროცენტით მეტიც გექნებათ 2-ჯერ იმდენი დღე გექნებათ ჩათბანი.

ფორუმის წესები ძალაშია 24 May 2011 - 12:52 -იდან!

ფორუმის წესები შეიძლება შეიცვალოს ან დაემატოს ახალი პუნქტი, ამიტომ რეგულარულად გადახედეთ მათ.
თუ ფორუმზე იქნება ისეთი შემთხვევა, რომელიც არ რეგულირდება ფორუმის წესებით, მას გადაწყვეტს ადმინისტრატორი საკუთარი შეხედულებისამებრ, სამართლიანობის და ფორუმის წესების პრინციპებიდან გამომდინარე.

This post has been edited by MCG BOT: 01 Oct 2013 - 10:17

Black leopard will be back soon
"მოხდების ხოლმე არწივი
დაჭრილი დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ზეცაში
ვერასდროს გაინავარდებს..."
© ვაჟა-ფშაველა
5

Thanked by 28 Members:

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • This topic is locked

Toggle this category Similar Topics

  Topic Started By Stats Last Post Info
Горячая тема (есть новые ответы) Pinned   Icon მე ფორუმის ახალი წევრი ვარ ... Qartvela™ Icon
  • 203 Replies
  • 32,920 Views
Горячая тема (есть новые ответы) Icon ფორუმის იუზერები (მხოლოდ სურათები) baka262 Icon
  • 43 Replies
  • 10,323 Views
Закрытая тема Pinned   Icon SIM Racing განყოფილების წესები
გაითვალისწინეთ ყველამ!
N2O Icon
  • 0 Replies
  • 894 Views
Открытая тема (есть новые ответы) Icon ფორუმის ახალი თემა "Skin"
შეაფასეთ
G_G_G Icon
  • 12 Replies
  • 3,303 Views

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users