Mitsubishi Club Georgia: რას (აღარ) აკეთებდა მიცუბიში - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

რას (აღარ) აკეთებდა მიცუბიში მიცუბიშის ისტორია

#1 User is offline   )}~ ioshio ~{( Icon

  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Friends
  • Posts: 31
  • Thanked: 12 times

Posted 22 Apr 2011-11:35

I ნაწილი

ისტორია: გუშინწინ და გუშინ

წყაროები: wikipedia და national geographic


მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი.
1870 წელი.
იატარო ივასაკი აარსებს სანაოსნო კომპანიას, რომელსაც სახელად "სამ წყლის-წაბლს" უწოდებს, რაც იაპონურად ასე ჟღერს: მიცუ-ჰიში.
ამ წყლის წაბლებსვე უნდა უმადლოდეს ეს კომპანია თავის ლოგოს - ეს მცენარე მოწითალოა და რომბის მსგავსი ფორმა აქვს. შედეგი კი ყველასთვის ცნობილია (:

გადის ათი წელი. იმ დროს გემები ნახშირზე მუშაობდა და მიცუბიშიმ (ბარემ დღევანდელი სახელწოდებითვე მოვიხსენიოთ) თვითონვე დაიწყო თავისი გემებისთვის მაღაროებში ნახშირის მოპოვება.
ამავე დროს მიცუბიში სახელმწიფოსგან ერთ გემთსაშენს ყიდულობს, სადაც თავის გემებს არემონტებს.
თან, აარსებს რკინის ქარხანას და კავდება საზღვაო დაზღვევის საქმიანობითაც.
როგორც ვხედავთ, მიცუბიშის პირველივე წლებიდან არცთუ ურიგოდ მისდიოდა საქმეები (:



1918 წელს ფირმა თავის ერთერთ ინჟინერს საფრანგეთში აგზავნის, რათა შეისწავლოს პირველ მსოფლიო ომში ავიაციის როლი და მისი მნიშვნელობა.
1920 წელს კი მიცუბიში ავიაწარმოებას იწყებს (:


აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც სამიოდე ათწლეულში მიცუბიშიმ ათზე მეტი თვითმფრინავის ბარე 30 მოდიფიკაცია აწარმოა.
- როგორც გამანადგურებლები, ასევე ბომბდამშენები და მზვერავები.

Posted Image

Posted Image

Posted Image



მიცუბიშის სიამაყე ამ დარგში უდავოდ მრისხანე გამანადგურებელი, A6M Zero-ა:
(გამოდიოდა 1938-1945 წლებში)
Posted Image

Posted Image


ეს თვითმფრინავი არათუ ტოლს არ უდებდა იმ დროის სხვა თვითმფრინავებს, ჯობდა კიდეც.
საინტერესოა მისი აღჭურვილობა:
წყვილი მძლავრი ტყვიამფრქვევი ცხვირზე და წყვილიც შედარებით სუსტი - ფრთებზე.
2 ცალი 60 კილოიანი ბომბი.
ერთი ცალი 250 კილოიანი დაფიქსირებული ბომბი (ეს თვითმფრინავი თავისი მონაცემებით სატვირთო თვითმფრინავის როლსაც ითავსებდა და თავისუფლად შეეძლო ამ წონის ტარება).

რა არის "დაფიქსირებული ბომბი"?
მეორე მსოფლიო ომისას, მანამ, სანამ იაპონია იძულებული იქნებოდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა, უკანასკნელი ძალებით და უფრო მეტადაც უწევდა წინააღმდეგობას აშშ-ს ფლოტს.

წარმოიდგინეთ გაშლილი ველი, აეროდრომი და ქარი, რომელიც საბრძოლოდ აღჭურვილი თვითმფრინავების გვერდით მდგარი მაგიდის თეთრ გადასაფარებელს აშრიალებს.
მაგიდაზე დგას სურა და რამდენიმე ჭიქა - რამდენიც თვითმფრინავია.
მაგიდის ერთ მხარეს - ამდენივე სამხედრო მფრინავია, მეორე მხარეს - მეთაურობა.
სურაში საკე ასხია.
იაპონია უკვე განწირულია.
მეთაური კი მფრინავებს საკურაზე უყვება, აყვავებულ ალუბლებზე: იაპონიის იმდროინდელ განწირულობას უხატავს, როგორც იმპერიის მზის ჩასვლას და ალუბლის ყვავილების ცვენას.
"ჩვენ ვართ ყვავილის ფურცლებიო, რომლებიც ცვივაო. მაგრამ ჩასული მზეც ამოვაო და ალუბალიც ხელახლა აყვავდებაო.
საამისოდ კი ჩვენი მსხვერპლია აუცილებელიო, რათა იაპონიის მზე ხელმეორედ ამოიწვეროსო..."

მფრინავები გადაჰკრავენ საკეს და თავ-თავიანთი თვითმფრინავებისკენ გაემართებიან, რომლებიც ზიდვადი წონის შესაბამისად, ასაფეთქებელი ნივთიერებითაა გავსებული. ხომ გახსოვთ A6M-ის ფიქსირებული ბომბი?

შემდეგ კი...
Posted Image

Posted Image

Posted Image




იაპონელმა კამიკაძეებმა 47 ამერიკული გემი ჩაძირეს.
როგორც წესი, ამერიკული გემები მათ მოგერიებას, ანუ, ჰაერშივე აფეთქებას ვერ აწრებდნენ.

კამიკაძეობა იაპონიისა და იმპერატორის სახელით დიდ პატივად ითვლებოდა.

აქ კამიკაძეს უკანასკნელ მისიაზე უფროსკლასელი გოგონები აცილებენ ხელში აყვავებული ალუბლის რტოებით.

Posted Image



I ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება.
4

Thanked by 3 Members:

#2 User is offline   )}~ ioshio ~{( Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Friends
  • Posts: 31
  • Thanked: 12 times

Posted 03 May 2011-01:34

II ნაწილი

გ უ შ ი ნ

Posted Image

წყაროები: wikipedia.org; ehow.com; bbc.co.uk


მეორე მსოფლიო ომის ბოლო იაპონიის 14 წლიანი ომის დასასრულიც იყო. ამ ომისგან იაპონიას აურაცხელი ნანგრევი, სამი მილიონი დაღუპული, რადიაციული დაბინძურება (უხხ!..) და კაპიტულირებულის სტატუსი დარჩა.
მოკლედ - ხერხემალში გადამსხვრევა.

Posted Image



მაგრამ...
„ნუ იცხოვრებ, როგორც სირცხვილის ტუსაღი. მოკვდი და არ დატოვო კვალად დანაშაული“ - ამ შემართებით იბრძოდა იაპონია მეორე მსოფლიო ომში და, როგორც ჩანს, ამავე შემართებით გააგრძელა მთელმა ერმა ასაღორძინებლად ბრძოლა.

ჩემი აზრით, გადამწყვეტი სწორედ ეს აღმოჩნდა, ხოლო სხვა რესურსები - რკინა-ლითონები, ნახშირი თუ ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა - მეორეხარისხოვანი იყო.

ამ ყველაფრის შედეგი უკვე ყველამ ვიცით.

რას შვება ამ დროს ჩვენი მიცუბიში?

1950-იანიდან 60-იან წლებამდე მიცუბიშიში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ხოლო 60-იანი წლებიდან კი აქტიურად იწყება ავტოწარმოება.

ოღონდ, ჯობს, ჯერ ერთი ან ორი ნაბიჯით უკან წავიდეთ - ამ დარგში მიცუბიშის გამოცდილება მეტ-ნაკლებად უკვე ჰქონდა.


1917 წელს მიცუბიშიმ თავისი პირველი, საცდელი ავტო წარუდგინა მსოფლიოს: Model A, რომელიც მხოლოდ 22 ცალი იწარმოა.

Posted Image



შემდეგი დიდი ნაბიჯი 1937 წელს გადაიდგა, როცა მიცუბიშიმ PX33 გამოუშვა.
მეტად ნაცნობი და კაია ყველასთვის full-time four-wheel drive, ჰო?
მაგრამ 1937 წლის სამხედრო-სამოქალაქო სედანი ამგვარი აღჭურვით ცოტა მოულოდნელი მეჩვენა, არადა, აგერ ეს PX33 -


Posted Image



მოკლედ, 60-იანებისთვის მიცუბიშიმ არცთუ ურიგოდ იცის ავტოებიც, 4X4-ების ჩათვლით.


ხოლო 61 წელს მიცუბიშიმ ეს ტიპი გამოაცხო (მიცუბიში 500):

Posted Image

რასაც ქვია, ტიპია, ძალიან მომეწონა ეს პიპია : )




ამას მინიკა მოყვა

Posted Image




69ში კი თვით გალანტი იშვა

Posted Image



ყველა მოდელის ჩამოთვლას არ ვაპირებ. ფაქტია, რომ იაპონიას და მიცუბიშის საქმე უკეთ და უკეთ მისდიოდათ.




ოღონდ, ეს არაფრისდიდებით არ უნდა გამომრჩეს: 82 წელს ეს ულაყი გაჩნდა და დღემდე ყალყზეა შემდგარი : )

Posted Image





დღევანდელი ზღაპარი მიცუბიშის სამი პრინციპით მორჩეს, ერთ მთლიანში გაერთიანებული სამი რომბის შესატყვისად:

შოკი ჰოკო - კორპორატიული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.
შოჯი კომეი - მთლიანობა და სამართლიანობა.
რიცუგიო ბოეკი - საერთაშორისო ურთიერთგაგების იდეა.



II ნაწილის დასასრული.
გაგრძელება იქნება.
2

Thanked by 2 Members:
faniack Icon, dola Icon

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?