წელი - Year: 2003
ძარა - Chassis ID:
ძრავი - Engine CC: 1.3
გარბენი - Mileage: 200 000
საწვავის ტიპი - Fuel Type: ბენზინი
გადაცემათა კოლოფი - Transmission: ვარიატორი
პრობლემის დეტალური აღწერა:
ბიჭებო კოლტზე 2003 წლიანზე 1.3 მატორზე. კალონკაზე შემთხვევით ჩაგვისხეს დიზელი, ამის შემდეგ რაც იყო ჩასული ბაკში ამოვიღეთ, და 15 ლიტრა ბენზინი ჩავასხით, მომენტებში ქონდა გაკვრები, შეილება დღე გასულიყო არ ქონოდა მარა 3-4 დღე გვაწვალებდა, ან შეილება გვეცვენებოდა ეს გაკვრები, ამის შემდეგ ვიფიქრეთ რომ ბენზინის ფილტრი იყო გაბიდნული, და შევცალეთ ფილტრის პლასმასი, როგორც იცვლება ერთი შეხედვით ისე, ამ ფილტრის შეცვლის შემდგომ დაეწყო ასეთი რამე, დილას დაქოქვა უჭირს ძალიან სტარტერი ტრიალებს ხან 7-8 წამი, თუ დაოქავ მანქანას და ჩააქრობ რამოდენიმე წამი და ისევ ცდი დაოქვას იქოქება თითქოს ჩვეულერბივად 1-2 წამში, მარა როგორც კი დიდხანს არ დაქოქავ ისევ გვიან გვიან იქოქება, რა შეილება გაგვეფუჭებინა ბენზინის ფილტრის შეცვლის შემდეგ რომ ასე აირია, პლიუს სვეცებიც ვანხეთ და ნუ ფაქტია შესაცვლელია, თავები გაყვითლებული აქვს საკმაოდ, მაგრამ ფაქტია ბენზინის ფილტრის შეცვლის შემდგომ დაემართა ეს, იქნებ ვინმე ქონია ასეთი სიტუაცია და ზუსტად რომ გვითხრათ რა შეილება იყოს, რომ სათითაოდ ყველაფერი არ შევცალოთ
This post has been edited by caspershift: 25 Dec 2017-22:40