Mitsubishi Club Georgia: მონტერო - სხვადასხვა პრობლემა და წყლის ადუღება - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

მონტერო - სხვადასხვა პრობლემა და წყლის ადუღება

#1 User is offline   Amadeus Icon

  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 32
  • Thanked: 5 times

Posted 01 Jun 2014-00:06

ავტომობილი - მიცუბიში მონტერო  
წელი - 2004 
ძარა - Chassis ID: 
ძრავი - 3.8 
გარბენი - 130000 მილი
საწვავის ტიპი - ბენზინი 
გადაცემათა კოლოფი - ავტომატიკა 
პრობლემის დეტალური აღწერა: 

ჩამოვიდა ჩემი მონტერო დღეს ჩამოვიყვანე ფოთიდან - მაგრამ ისე მომშალა ნერვებზე რომ შეპირებისამებრ სურათების დადების მაგივრად პრობლემაზე ვწერ
თავიდან დავიწყებ

დაიქოქა მაშინვე ანუ აკუმულიატორი არ დასჭირდა
ზეთი და წყალი მინიმუმზე იყო, არ ჩამიმატებია არც ერთი არც მეორე, ორშაბათს ვაპირებდი მთლიანად ზეთის შეცვლას სიჩქარეთა კოლოფშიც და ძრავშიც

სადღაც სენაკში 15 წუთით გავჩერდით და აღარ დაიქოქა, ყველაფერი ინთებოდა მუშაობდა, ელექტროობა წესრიგში იყო, მხოლოდ სტარტერი არ მუშაობდა, ვიფიქრეთ აკუმულიატორი მაინც დამჯდარი არის თქო და სხვა გადავერთეთ - შედეგი ნული, საერთოდ მოვხსენი აკუმულიატორი და სხვა დავაყენე - იგივე, უკვე ევაკუატორის გამოძახებას ვაპირებდი და ბოლო ცდა არისო ახლობელმა - შეიძლება სტარტერი დაჟანგულია და ვერ ტრიალებსო და ნეიტრალში ოდნავ შევანძრიეთ მანქანა ასე 5-10 სმ გადაადგილდა, გასაღების ნახევარი გადაწევა და დაიქოქა, ასე მოუვიდა კიდევ 2-3-ჯერ ჩაქრობის შემდეგ, შემდეგ გასწორდა ყველაფერი

ეხლა მეორე

რიკოთის აღმართზე ამეკიდა 3 თუ 4 ტრაილერი და ვერსად ვერ გავძვერი, კაი ნახევარი საათი ვიარე აღამრთზე 40-50-ით, სალონში ვიგრძენი რაღაც თბილი სუნი ორთქლს რომ აქვს დაახლოებით, დავხედე და წყალი იყო ადუღებული, მაშინვე გადავაყენე, 10-15 წუთში ნორმაზე დადგა, პროპელერი მუშაობდა ოღონდ სულ ერთნაირად ტრიალებდა, ანუ ბრუნთა რიცხვის გაზრდა არ მოქმედებდა საერთოდ, დავძარი და 5 წუთში ისევ გააცხელა, ისევ გავჩერდი, მოკლედ ის აღმართი ასე წვალებით ავიარე, შემდეგ სწორ გზაზე ყველაფერი თითქოს ნორმაში ჩადგა, წყალი ნორმიდან ოდნავ აიწევდა და ისევ ჩამოდიოდა, სიჩქარე 90 - 120 მეჭირა სულ,
ჩამოვედი თბილისში - აღმაშენებლის ძეგლიდან ვაჟას ძეგლამდე, ნელი სვლა და შუქნიშნებზე გაჩერებები და ისევ ავარდა ტემპერატურა

სულ ესაა

იქნება ვინმეს ქონია ასეთი პრობლემა? ვფიქრობთ რომ ყველაზე ლაითი ცუდი იქნება თერმოსტატი, ყველაზე ცუდი ცუდი პრაგლადკა,
ველოდები თქვენს გამოხმაურებას

მადლობა
0

#2 User is offline   ikaraul Icon

  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 01 Jun 2014-01:06

წყლის ადუღებაზე ვერ გეტყვი. მითუმეტეს მაგ ძრავზე. პირველ რიგშI კარგი იქნება თუ კომპზე გაატარებ. ჩემი აზრით თუ ყველაფერი ნორმაშIა მაშინ შეიძლება სტარტერის ჩოთქები იყოს. მაგასაც ელექტრიკი გეტყვის.


გილოცავ შენაძენს. მალე გაგემართოს პიპია. წარმატებები
0

Thanked by 1 Member:

#3 User is offline   Gio Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 4,391
  • My Car:Lancer Evo IV
  • Thanked: 161 times

Posted 01 Jun 2014-01:46

View PostGio said:

ნეიტრალში ოდნავ შევანძრიეთ მანქანა ასე 5-10 სმ გადაადგილდა,გასაღების ნახევარი გადაწევა და დაიქოქა


ბედი გქონიათ, ევაკუატორს გადარჩი ამხელა გზაზე :)) შემთხვევით ჩაგიგდიათ ნეიტრალში და იმიტო დაიქოქა, მანქანის განძრევა-გაგორება ან სტარტერი არაფერ შუაშია :)))

ავტომატიკებზე იცის ხოლმე რიჩაგის კონტაქტებმა დაჟანგება, P-ში თუ არ დაიქოქა N სცადე ხოლმე თუ კიდე ეგრე ქნა და დაიქოქება :)) ნუ, თუ N-ის კონტაქტებიც დაჟანგული არ არის, რაც, როგორც ჩანს არ არის, რახან დაიქოქა.
და მერე გააწმენდინე ან გაწმინდე ეგ კონტაქტები რაიმე გამწმენდი სითხით


წყალს რაც შეეხება, სიმპტომებით გიდრომუფტის ამბავს გავს ჩემი აზრით

მარა სანამ ხელოსნებში სირბილს დაიწყებდე ჩაამატე ჯერ წყალი, დააყენე ნორმაზე და ისე ნახე. ეგრე ვაბშე როგორ წამოხვედი, წყლის ჩამატებას რაღა უნდოდა, ყოველ ნაბიჯზეა აფთიაქი და გამოხდილი წყალი

This post has been edited by Gio: 01 Jun 2014-01:59

1

Thanked by 1 Member:

#4 User is offline   Amadeus Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 32
  • Thanked: 5 times

Posted 01 Jun 2014-12:04

ikaraul
მადლობა მოლოცვისთვის,
კომპზეც გავატარებ ან თუ დღეს ვნახე ვინმე, ან სულაც ობდ-ს შევაერთებ, მაქვს ნაყიდი, ძველ მანქანაზე ჰონდაზე მადგებოდა ხოლმე, საკმაოდ მოსახერხებელია

Gio
გადავქექე ინტერნეტი და მეც ვფიქრობ რომ ან ჰიდრომუფტა ან თერმოსტატი უნდა იყოს, ნუ პირველ რიგში ანტიფრიზის გამოცვლა, (ერთგან წავიკითხე ძველი ანტიფრიზი კარგავს თვისებებს, ნაცვლად 110 გრადუსისა 90 გრადუსზე დუღს), თორე ტელეფონით ტელეფონით მიღებული რჩევები და კონსულტაციებით ლამის გალოვკის გაღუნულობაზე და პრაკლადკის დაწვაზე მიდიოდა ლაპარაკი,

ხო კიდე 1 პრობლემა - რაზეც ალბად ლაპარაკიც არ ღირს, ავზი რომ გავავსე ბენზინით, პანელზე არ მიჩვენა სავსე, აჩვენა 1/4 - ალბად ეს ბენზინის სენსორის ან თვითონ პანელის ბრალი იქნება რაც საგანგაშო ნამდვილად არაა
0

#5 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,600
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 01 Jun 2014-12:19

არც რადიატორის ხუფია გამორიცხული. თუმცა ჯერ წყალი უნდა ჩაასხა ნორმაზე და მერე შლანგები როგორ იბერება ის უნდა ნახო.
Black leopard will be back soon
0

#6 User is offline   Amadeus Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 32
  • Thanked: 5 times

Posted 01 Jun 2014-12:39

View PostQartvela™ said:

მერე შლანგები როგორ იბერება ის უნდა ნახო.

შეგიძლია ამიხსნა ეს რას ნიშნავს? შლანგები თუ დაიბერა ეს უკვე გაფუჭებულს არ ნიშნავს?
წუხელ რომ აადუღა ბაჩოკიდან გადმოვიდა წყალი, ანუ დაიბერა?
0

#7 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,600
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 01 Jun 2014-12:44

ბაჩოკში თუ გადავიდა და მერე ბაჩოკიდან დაიქცა ნორმალურია.
მაგრამ თუ ბაჩოკში დროზე ადრე, ანუ დაბალ ტემპერატურაზე დაიწყო გადასვლა ე.ი. რადიატორის ხუფი აჩმახებს და ადრე უშვებს წყალს ბაჩოკში.
ხუფის მოუწესრიგებლობამ შეიძლება რადიატორის ვინტლიატორების მუშაობაზეც იქონიოს გავლენა.

2 კვირის წინ ბიძაშვილის დიამანტზე გვქონდა პრობლემა, რადიატორს ხეთქავდა, სამწუხაროდ გვიან მივედი, 2-ჯერ მოხსნილი და დაწებებული ქონდათ რადიატორი :D
ჩემი მანქანის ხუფი დავაყენეთ და ამუშავდა საათივით, ვინტილიატორებიც დროულად ჩართო და წყალიც შესაბამის ტემპერეატურაზე გადაუშვა რაშირიტელში.
0

#8 User is offline   Gio Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 4,391
  • My Car:Lancer Evo IV
  • Thanked: 161 times

Posted 01 Jun 2014-12:49

Qartvela™

მაგას ჩართვადი ელექტრო ვენტილატორი არ აქვს, ჰიდრომუფტა აქვს რომელიც მატორთან ერთად რემნით სულ ტრიალებს

This post has been edited by Gio: 01 Jun 2014-12:50

0

#9 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,600
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 01 Jun 2014-12:51

Gio
გასაგებია.
0

#10 User is offline   Amadeus Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 32
  • Thanked: 5 times

Posted 01 Jun 2014-18:39

თერმოსტატი მუშაობს, ობდ-ს დიაგნოსტირებამ აჩვენა შეცდომა P0431 Warm Up Catalyst Efficiency Below Threshold Bank 2 ანუ перегрев второго катализатора, ეს შეიძლება მიზეზი იყოს?

ჰიდრომუფტამდე ჯერა არ მივსულვარ

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

მოკლედ დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთო, ხომ არ დამაკვალიანებთ სად და როგორ? ერთი ვიცი თეგეტა რომელიც მითხრეს ძვირიაო, სხვა?
0

#11 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,600
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 02 Jun 2014-10:43

View PostAmadeus said:

მოკლედ დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთო, ხომ არ დამაკვალიანებთ სად და როგორ? ერთი ვიცი თეგეტა რომელიც მითხრეს ძვირიაო, სხვა?

ფეიქრებზე არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, სამწუხაროდ ნომერი და სახელი არ მახსოვს. შესასვლელშივე ახლოში
სხვებთან შედარებით მცოდნედ გამოიყურება და 2-3 -ჯერ ვიყავი მისული და პრობლემაში გაურკვევლად არ გამოვუშვივარ.
0

#12 User is offline   Amadeus Icon

  • Topic Starter
  • Newbie
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 32
  • Thanked: 5 times

Posted 04 Jun 2014-19:37

გადავრჩი, მაააგრად გადავრჩი ძრავის გადახურებას, თეგეტაში მითხრეს რადიატორი არათანაბრად თბებაო, და ჯერ სანამ ჩავრღმავდებით გააწმენდინეო
ზოოპარკთან რომ პროფილაქტიკაა იქ გამიშვეს, მანდ არის რადიატორის კარგი ხელოსანიო, იურა - ტელ.: 593164606 - ისე იყო გაბინდული მხოლოდ გვერდითა სექტორებში გადიოდა წყალი რამდენიმე სვეტში, მოკლედ გაწმენდა და 3 ლ ანტიფრიზი 130 ლარი დაჯდა, მაგრამ ღირდა ჩემს ნერვებად, დაისვენა მანქანამაც და მეც :)
დღეს უკვე შეშინებულმა ყველაფერი გამოვცვალე, ზეთი მატორში და კარობკაში და ჰაერის ფილტრი

ესეც ჩემი მანქანა

პრობლემა ამოიწურა, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის და რჩევებისთვის
ამ დღეებში დოლასთან კლუბის წევრობაზეც შევიტან განაცხადს :) და შემოგიერთდებით . . .
1

Share this topic:


Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?