Mitsubishi Club Georgia: mivec - ის 2400 cc -იანი ძრავი გაზზე - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Toggle shoutbox ChatBox

Bejo Icon : (12/01/2023 - 13:59) :serenada:
MCG BOT Icon : (19/09/2022 - 15:01) Welcome to the forums smes :zd:
MCG BOT Icon : (15/06/2022 - 18:12) Welcome to the forums Ruffalo :zd:
MCG BOT Icon : (02/08/2021 - 16:12) Welcome to the forums ამოდია :zd:
David Icon : (23/09/2020 - 16:44) Galant VR-4
David Icon : (23/09/2020 - 16:43) https://www.youtube....hannel=BChannel
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) :) როგორ ხართ?
sHaRo Icon : (13/09/2020 - 22:38) კამანდაააა 7 წლის მერე დავბრუნდი
MCG BOT Icon : (25/07/2020 - 14:35) Welcome to the forums dzvelo :zd:
Qartvela™ Icon : (09/06/2020 - 10:19) KI0, ბარო :zd:
KI0 Icon : (09/06/2020 - 01:18) :zd:
გაგა Icon : (04/06/2020 - 12:24) არა ძამია
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:14) გაგა, თბილისში ხო არ ხარ შემთხვევით
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:13) ოკ
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:13) ეხლა უნდა ავიდე სახლში, დედაჩემს წამოვიყვან, ნამცხვრებისთვის თვითონ რო შეარჩიოს რა, მერე მე რო არ მიმაკაჩაოს :D
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12)
Fecota said: ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
  ჯიგარსონ
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) მაცივარზე რომელზე გადიხარ?
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:12) გაგა, ბარო. Q7 რაღაცაა? მევასება მაგრად
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:12) ჰო მეც მაგ დროს გავიჩითები 7-ის მერე
გაგა Icon : (03/06/2020 - 16:11) მე ჩემ ძმას ვაჩუქე პაჯერო. ახლა რაღაცა აუდი როა, Q7 თუ რაღაცა მაგითი დავდივარ ������
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:11)
Fecota said: რას შვრები დღეს
  ჰო, უნდა გავიდე, მაგრამ ჯერ მაცივარზე უნდა გავიდე სადღაც მუხიანში და საღამოს, ალბათ 6-7-ის მერე მივალ. წამოხვალ?
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) უცბაშად
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) დღეს
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) ბიჭო ხო არაფერი დაგველია ?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) :D
Gio Icon : (03/06/2020 - 16:11) David, არ მიყავთ, თორე მეც მინდა აშენება :D
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) კრასკამ???
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:11) რას შვრები დღეს?
Fecota Icon : (03/06/2020 - 16:10) ზდაროვა
Qartvela™ Icon : (03/06/2020 - 16:10) ბარო ფეცოტ
Resize Shouts Area
  • 5 Pages +
  • 1
  • 2
  • 3
  • Last »
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

mivec - ის 2400 cc -იანი ძრავი გაზზე mivec -ის ძრავზე გაზის დაყენება. გამოცდილება და რჩევები

#1 User is offline   ikaraul Icon

  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 24 Mar 2014-19:00

ავტომობილი - Car: Mitsubishi Grandis
წელი - Year: 2003
ძარა - Chassis ID: NA4W - 0019365 
ძრავი - Engine CC: 2400
გარბენი - Mileage:155000 km 
საწვავის ტიპი - Fuel Type: ბენზინი/გაზი
გადაცემათა კოლოფი - Transmission: AT
წამყვანი თვლები - Drive: 2WD
პრობლემის დეტალური აღწერა: 

მოკლედ გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. იმედია ვინმეს გამოადგება. mivec-ის ძრავებიანი პიპიები, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ხშIრად გადაყავთ გაზზე.

ჩემს შემთხვევაში 2003 წლიან გრანდისზე დავაყენე მე-4-ე თაობის OMVL-ის გაზის აპარატურა. ვინაიდან შევეცადე გაზზე მქონოდა მაქსიმალურად კარგი შედეგი, დავაყენე ე.წ. ფლეშ-ლუბი (ავტომატური წვეთოვანი კლაპნების შეზეთვისთვი). როგორც მეგობარმა ხელოსანმა გამარკვია, მაღალ ტემპერატურაზე, რომელსაც გაზის შემთხვევაში აქვს ადგილი, დროთა განმავლობაში შესაძლებელია კლაპნები დამწვარიყო. შესაბამისად გადავწყვიტე შორეულ პერსპექტივისთვის გამეთვალა ჩემი პიპიას მომსახურება და დავაყენე აღნიშნული მოწყობილობა. ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ავღნიშნავ, რომ 18 კუბიანი ბალონი შევიძინე კორეული წარმომავლობის და ასე თუ ისე კმაყოფილიც ვარ.
დაახლოებით 5000 კმ-ის შემდეგ, ბევრი გაკითხვა-გამოკითხვით გადავწყვიტე დამეყენებინა ე.წ. გაზის ვარიატორი. როგორც აღმოჩნდა ძალიანაც შევცდი რომ თავიდანვე ვერ მოვიფიქრე მისი დაყენება. რადგან, მანქნას თითქმის იგივე სიფიცხე აქვს რაც ბენზინის შემთხვევაში. რაც შეეხება წვის ეკონომიას ვარიატორის დაყენების შემდგომ, მაგას რამოდენიმეჯერ რომ გავტესტავ, სხვადასხვა პირობებში, შემდეგ დავწერ. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ვარიატორის და მასში გადახდილი 150 მარგველა, ნამდვილად ღირდა ამად. თუ გაზის მოხმარების კუთხით შეღავათიც დაემატება, მაგარ რა ჯობია ?! :rolleyes:

დავამატებ, რომ სანამ გაზს დავამონტაჟებდი, 3-4 გრანდისის პატრონთან გავიარე კონსულტაცია, ღირდა თუ არა გაზის დაყენება და რომელი თაობის. 3 გრანდისიდან 1-ს ეყენა ე.წ. მესამე თაობის აპარატურა და საკმაოდ კმაყოფილიც იყო, თუმცა დანარჩენი 2 გრანდისის და მივეკის ძრავიანი პიპიების პატრონთა გამოკითხვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება მეოთხე თაობა დამემონტაჟებინა. პრინციპში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე გავითვალისწინე ძველი ჯაგლაგის გამოცდილებაც (98-იან ამერიკულ გალანტზე მეყენა მესამე თაობა და მიუხედავად ეკონომიისა მაინც მეოთხე თაობისკენ გამექცა თვალი).



გამოვიყენოთ ეს თემა გამოცდილების გაზიარებისთვის და რჩევებისთვის. 2.4-იანი ძრავი თუ ჩაჭერებისთვის არ გჭირდება, მაშინ უმეტეს შემთხვევაში გაზი უნდა დაამონტაჯო, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე.


ერთ-ერთი გრანდისის მეპატრონემ საოცარი შედეგი მაქვსო, რომელსაც ლოვატოში დამონტაჟებული აპარატურა ეყენა - დაახლოებით 10 ლარის გაზით 110 კმ-ს გავდივარ ქალაქში და ტრასაზე 130 კმ-სო.

ჩემს შემთხვევაში ვარიატორის დამონტაჟებამდე საშუალოდ 10 ლარის გაზით გავდიოდი 90 კმ-ს, ყოველშემთხვევაში 100 კმ არ გამივლია.
ეხლა დავაკვირდები, რეალურად ვარიატორმა მცირე, თუმცა შედეგი უნდა მომცეს წვის ამბავში. აუცილებლას დავწერ რამოდენიმე გატესტვის შედეგს.

აბა ყველას წარმატებები და გავუზიაროდ ,,გაზავიკებმა" ერთმანეთს გამოცდილება. არ მოგვიწევს სხვადასხვა ფორუმებზე 1000 ჯიშის ძრავებზე დაყენებული ასევე 1000 ჯიშის გაზის აპარატურიანი ავტოების მფლობელებიდან სხვადასხვა შედეგებიდან დასკვნების გამოტანა და ექსპერიმენტების ჩატარება ;)
3

Thanked by 1 Member:

#2 User is offline   David Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,797
  • Thanked: 78 times

Posted 25 Mar 2014-09:14

ეგეთი ძრავით ჩამომდის ახლა და ჩემთვის საინტერესოა :)

ეს გაზის ვარიატორი რა არის შეგიძლია ცოტა უფრო ვრცლად დაწერო? :)
0

Thanked by 1 Member:

#3 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 25 Mar 2014-10:57

ვარიატორი არის იგივე წინსწრების კუთხის რეგულატორიდან.

აალების წინსწრების კუთხე არეგურილებს მის % მაჩვენებელს, ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემდეგ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიურობა, სწორედ ამისთვის საჭიროა გამოვიყენოთ აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი. შეკუმშული ბუნებრივი აირის ხასიათი და წვის სისწრაფე ბენზინის ხასიათისგან და წვის სისწრაფისგან განსხვავდება, იგი უფრო ნელა იწვება ვიდრე ბენზინი, ამის გამო როდესაც გამშვები სარქველი იღება წვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს იწვევს, მანქანის საწვავისა და ჰაერის არასწორ ნაზავს, მის ცუდ წვას, სიმძლავრის დაკარგვას, გაზის დამატებით ხარჯს, სარქველებისა და მისი უნაგირების დამატებთ დატვირთვასა და ტემპერატურის ზრდას, რის შემდეგაც მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა იზრდება, აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი სწორედ ამისთვისაა შექმნილი რომ ეს პრობლემა აღარ წარმოიქმნას. სწორი კუთხის დაყენების შემდეგ მანქანის სიმძლავრის და წვა ოპტიმალური ხდება.
1

Thanked by 1 Member:
David Icon

#4 User is offline   David Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,797
  • Thanked: 78 times

Posted 25 Mar 2014-11:58

ikaraul
და ეგ რაღაცა ცალკე ყენდება? მე-4 თაობას არ მოყვება?
0

#5 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 25 Mar 2014-12:02

არა, ცალკე ყენდება. დაჯე შეგიძლია ბენზინზე დააყენო თუ არ მოგწონს საწვავის წვა :)

TDC-ში ვიყავი და იქ აქვთ მანქანების სია, რომელზეც აყენებენ მაგათთან რა ვარიატორიცაა. გრანდისი არ იყო სიაში და ბევრი მიცუბიში არაა. შემდეგ კოტრიკაძის სახელოსნოში პაცნები რ მუშაობენ, რა შემატყვეს ფულიანობის ეგრევე 250 მარგველა მატაკეს თავის დაყენებიანად, კიდე კაი განვადებამ უარი მტხლიშა თორე შემრჩებოდა მალხაზას 150 ლარიანის ნაცვლად რომელიღაცა ფირმის 250 ლარიანი :)
0

#6 User is offline   გაგა Icon

  • Super Member
  • View gallery
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 991
  • My Car:Mitsubishi Diamante
  • Thanked: 45 times

Posted 25 Mar 2014-12:14

ლოვატოთი მეტსაც გაივლის.მაგათი მეხუთე თაობაა :-)
0

#7 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 25 Mar 2014-12:33

გაგა
:D

მე ფაქტიურად გაზზე რაც დასაყენებელია ყველაფერი მიდგას, ე.ი. რა გამოდის? მეექვსე თაობაა? :D :D :D :D
0

#8 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 28 Mar 2014-10:44

მოკლედ ჩემს პიპიაზე მიყენია მიკროლუჩ-ის ვარიატორი.

http://microluch.com/spisok.htm

აქ არის სია თუ რომელ მოდელებზე დგება კარგად. გაზომობილის პატრონებო თუ არ გიყენიათ და 150 მარგველა არ დაგენანებათ, მართლა ღირს დაყენება ;) პირადი გამოცდილება მაინც თავისას შვება :)
0

#9 User is offline   David Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,797
  • Thanked: 78 times

Posted 28 Mar 2014-10:49

ikaraul
წვის ეკონომიაზე რამე შეატყვე?

20 ლარის გაზით რამდენს გადიხარ ქალაქში? რომელი გაზის სისტემა გიყენია?

მეც რომ ჩამომივა OUTLANDER ეგეც 2,4 MIVEC არის და უნდა დავაყენო ეგრევე გაზი.
0

#10 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,600
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 28 Mar 2014-11:06

მესამეზე დგება? :vai:
Black leopard will be back soon
0

#11 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 28 Mar 2014-11:26

Qartvela™
?

View PostDavid said:

წვის ეკონომიაზე რამე შეატყვე?

მე 10 ლარობით ვტესტავდი და ეხლაც მაგ პროცესში ვარ :) თუმცა გააჩნია სიარულს და გზას. სანამ ჩავაყენებდი 90კმ-ს გავდიოდი 10 ლარით (გაითვალისწინე ზამთრის პერიოდი დამემთხვა) ან ნაკლებს. ტრასაზე ვინაიდან 4 სიჩქარიანია მაგიტო დამიწვა ბევრი, 3-ზე ამყავდა ტახომეტრი და მაგიტომაც. აწი უნდა ვსინჯო მაქსიმუმ 100 კმ-თი უნდა ვიარო და მგონი დიდი სხვაობა უნდა მომცეს.

აპარატი დავაყენე ახლობელთან OMVL, 18-იანი კორეისკი ბალონით. ასევე მიყენია Flash-lube, კლაპნების შემზეთავი.

ისე კლაპნების შემზეთი რო მუშაობს ანუ რაღაც პერიოდით აშხეფებს სითხეს, აი მაგ დროს აბაროტი ძალიან მცირედით მაგრამ მაინც იტყობს. ეხლა იმას ვფიქრობ, რო ცოტახანი ხომ არ ჩავხსნა. იქნებადა კიდე მეტი შედეგი მომცეს წვის პონტშითქო :rolleyes:

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

View PostDavid said:

მეც რომ ჩამომივა OUTLANDER ეგეც 2,4 MIVEC არის და უნდა დავაყენო ეგრევე გაზი.


ყველაზე მთავარი რაც მინდა გირჩიო, დააყენე მიკროლუჩ-ის ვარიატორი. ან თუ გინდა გატესტე - 1-2 კვირა იარე უვარიატოროდ, და მერე დააყენე. ძალიან მაგარი შედეგი აქ. ვერ შეატყობ ბენზინთან სხვაობას. თუმცა მაინც არის მცირედი განსხვავება.





ვორდის ფაილში არის მიკროლუჩის ვარიატორის მონტაჟის ინსტრუქცია. მასწავლეთ როგორ ავტვირთო, საინტერესო ინფო იქნება ;)
0

#12 User is offline   Qartvela™ Icon

  • Management
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Sys Op
  • Posts: 10,600
  • My Car:I don`t have car. I have Subaru.
  • Thanked: 368 times

Posted 28 Mar 2014-11:28

View Postikaraul said:

?

მესამე თაობაზე დგება ეგ ჯადოქრობა?
0

#13 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 28 Mar 2014-11:45

Qartvela™

შეგიძლია უგაზო მანქანაზეც დააყენო. აპარატურასთან არანაირი კავშირი არ ააქვს ;) მესამეზე რამდენადაა გამართლებული მალხაზაუ უნდა კითხვა
0

#14 User is offline   David Icon

  • Crazy Member
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,797
  • Thanked: 78 times

Posted 28 Mar 2014-11:49

ვაა 4-იანი სიჩქარის კოლოფის მიუხედავად 10 ლარით 90კმ ანუ 20-ით 170-180კმ ქალაქში ძალიან მაგარია :)
0

#15 User is offline   ikaraul Icon

  • Topic Starter
  • Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Find Topics
  • Quote selected text
  • Group: Club Member
  • Posts: 1,249
  • My Car:Mitsubishi Grandis Sport Gear 2006 2.4 Mivec
  • Thanked: 75 times

Posted 28 Mar 2014-12:05

David

ქარელისკენ წავედი და დაახლოებით 20 ლარმა 185 კმ გამატარა. უვარიატოროდ და ხშირ შემთხვევაში 120-140-ით.


ხო მართლა, სიჩქარეებში რთავს შესამჩნევად ჩქარა :serenada:

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

გუშინ 10 ლარი გავუშვი ვისოლზე და 120-ზე იყო, მერე რუსთავში კიდე 10 ლარი გავუშვი და იქაც 120-ზე დადგა წნევა და გავლილი მქონდა 100 კმ :)

წნევას კიდე ზაპრავკის მანომეტრზე ვაკვირდებიხოლმე

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

თემაში მინდოდა დამემატებინა რამოდენიმე პოსტად დადებული ინფო და ვერ ვახერხებ :(





გაზი რო დავაყენე ჩეკს მინთებდა, თუმცა ბენზინზე გადასვილისას 10-15 კმ-ზე ეგრევე ქვრებოდა. ვარიატორის მერე კი - მოგვარდა ეგ პრობლემაც :serenada:
0

Share this topic:


  • 5 Pages +
  • 1
  • 2
  • 3
  • Last »
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?