წელი - Year: 1996
ძარა - Chassis ID:
ძრავი - Engine CC: 4G63 Turbo
გარბენი - Mileage: 133000
საწვავის ტიპი - Fuel Type:
გადაცემათა კოლოფი - Transmission: Automatic
წამყვანი თვლები - Drive: Front
პრობლემის დეტალური აღწერა: გამარჯობათ, პირველად ვწერ ამ სახის ფორუმზე და ზუსტად არ ვიცი როგორ განვმარტო დეტალურად რა სახის დახმარება მჭირდება. ესეიგი 21 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს ეკლიფსზე ვოცნებობდი, 5 თვის წინ ვიყიდე რუსთაველსგან ეკლიფსი 1996 წლიანი GST. მანქანა ცოტა მისახედი იყო და როგორც იქნა ცოტა ფერზე მოვიყვანე, მაგრამ დაზიანებულ აუტომატურ გადაცემათა კოლოფს ვერაფერი მოვუხერხე. ძალიან მინდა მანქანა გავამექანიკო მაგრამ ტურბინიანი ძრავისთვის გადაცემათა კოლოფს ვერ ვშოულობ, 1 კვირის წინ გავიგე რომ თბილისში დაიშალა GST და დავუკავშირდი მაგრამ ფასი 650$ მითხრეს, ბევრი ვეცადე მაგრამ არ დააკლეს თან პედლები არ ქონდათ. ebay-ზეც დევს რამოდენიმე მაგრამ ყიდვა და ჩამოტანა მინიმუმ 1500$ დაჯდება ამდენის საშუალება კიდევ ნამდვილად არ მაქვს. ბევრისგან გავიგე რომ იგივე ძრავი mitsubish-ის სხვა მოდელებშიც დგას და შეიდზლება გადაცემათა კოლოფი შოვნა. დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ დამეხმარებით გადაცემათა კოლოფის შოვნაში წინ ბევრი განსახორციელებელი გეგმები მაქვს და იმედი მაქვს მალე შევძლებ მიცუბიშის კლუბთან თანამშრომლობას და რაც მთავარია მასთან ერთად ავის და კარგის გაზიარებას მადლობა ყურადღებისთვის
This post has been edited by Vincent: 16 Feb 2014-04:44