√ ფორუმის წესები (Post №5741)
4) ►ახალი თემების და არსებულ თემებზე პასუხების გამოქვეყნების პირობები
9. თემის სათაური მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ამ თემის შინაარსს სიტყვათა მინიმალური რაოდენობით. აკრძალულია თემის გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგ. "ვერაფერი გავიგე", "შემოიხედეთ", "დამეხმარეთ", "ვიყიდი", გავყიდი" ან მხოლოდ ავტომობილის მოდელის დაწერა, მაგ.: "Mitsubishi Colt", "Pajero IO" და ასე შემდეგ.
სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი ობიექტი.