Mitsubishi Club Georgia: Registration Form - Mitsubishi Club Georgia

Jump to content

Registration Terms & Rules

Forum Terms & Rules

1) ►მომხმარებლის რეგისტრაცია
1. ფორუმზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ფორუმის წესების დაცვას.
2. ფორუმზე რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს რეალური E-mail მისამართი, რათა შეძლოს ანგარიშის აქტივაცია.
3. სახელის არჩევა (NickName) წარმოადგენს თქვენს პირად უფლებას. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას NickName-ის გამოყენების შეწყვეტაზე თუ მისი შემცველობა არღვევს მორალურ და ეთიკურ ნორმებს, შეურაცმყოფელია ფორუმის სხვა მომხმარებლისადმი. აკრძალულია NickName-ის რეგისტრაცია რომელიც მსგავსია უკვე არსებულ სახელებთან იმ დონეზე რომ სხვა მომხმარებელი დააბნიოს.
4. აკრძალულია რამოდენიმე NickName-ით რეგისტრაცია, დამოუკიდებლად მიზნებისა, რომლისთვისაც ეს რეგისტრაცია ხდება. მოცემული ქმედება წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას და მიდის ჩანაწერების და IP მისამართის სრულ ბლოკირებამდე!
5. ფორუმზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 1 საათის განმავლობაში თქვენ არ გაქვთ უფლება გახსნათ ახალი თემა ან გამოეხმაუროთ არსებულ თემებს. გთხოვთ გამოიყენოთ ეს ერთი საათი ფორუმის უკეთ გასაცნობად, გადაათვალიერეთ ფორუმი, გაეცანით წესებს და ფორუმის მოხმარებას.
6. თუ რეგისტრაციასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ კითხვები/პრობლემები გთხოვთ გამოიყენეთ ადმინისტრაციასთან კონტაქტის ფორმა

2) ►საერთო დებულებებანი
1. წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
2. მოცემული წესები მოქმედებს ყველა კონფერენციაში. ცალკე განყოფილებებში შეიძლება არსებობდეს დამატებითი წესები, რომლებიც აზუსტებენ მოქმედების წესებს.
3. კონფერენციაში ნებისმიერი პოსტის გამოქვეყნება ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
4. ფორუმზე არსებულ ყველა პოსტს აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება. ფორუმზე დადებული ყველა მასალა(მათ შორის ფორუმის მონაწილეთა ყველა გზავნილი) გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ან ნაგულისხმებს, რომ ეს მასალები არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
5. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ფორუმის გვერდებზე გაკეთებული სარეკლამო ხასიათის მასალების შინაარსზე, ან იმ მასალებზე, რომლებიც ვებ-საიტზე არ არის განთავსებული; ანუ, თუ ფორუმის ვებ-გვერდზე არსებული მასალა შეიცავს ბმულს იმ მასალაზე გადასასვლელად, რომელიც არ არის განთავსებული ფორუმის ვებ- საიტზე.
6. პირადი საკითხების განხილვისათვის ფორუმზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას, შესაბამისად არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე, მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო ან შეურაცყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გათიშოს ფორუმიდან დამნაშავე წევრი დაბლოკოს მისი IP მისამართი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თუ პირადი შეტყობინების ადრესატი გაასაჩვირებს შეტყობინების შეინაარსს.
7. ფორუმზე წესრიგის არსებობას თვალყურს ადევნებენ მოდერატორები და ადმინისტრატორები, რომლებსაც შეუძლიათ გზავნილების ჩასწორება, წაშლა, თემების დახურვა, მონაწილეთა დაბლოკვა(ბანის დადება) ფორუმების მოხმარებისგან.
8. ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებული ყველანაირი სახის წინადადებები, შენიშვნები და ზოგადი კომენტარები უნდა გაკეთდეს განყოფილებაში "ფორუმის შესახებ".
9. წესები შედგენილია კომფორტული და კონსტრუქტიული საუბრისათვის. თუ თქვენ არ მოგწონთ კონფერენციაში მოქმედი წესები თავი შეიკავეთ მონაწილეობისაგან.
10. ფორუმის წესების გარდა, ფორუმის ქვეფორუმსა თუ თემაში შეიძლება მოქმედებდეს დამატებითი ლოკალური წესები
11. Mitsubishi Club Georgia-ს ფორუმი http://mitsubishi-club.ge/ წარმოადგენს კლუბის დამფუძვნებლების პირად საკუთრებას.

4) ►ახალი თემების და არსებულ თემებზე პასუხების გამოქვეყნების პირობები
1. ფორუმის ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება შექმნას ახალი თემა, რომელიც შეესაბამება ფორუმის პროფილს, ითვალისწინებს ფორუმის წესებს და არ წარმოადგენს უკვე არსებული თემის გამეორებას.
2. ფორუმზე თემა იხსნება აუცილებლად შესაბამის განყოფილებაში თემის შინაარსისა.
3. ფორუმის რამოდენიმე განყოფილებაში თემები იხსნება მზა შაბლონის მიხედვით, რომელიც ედიტორში ავტომატურად ჯდება. გაითვალისწინეთ აუცილებლად: თემა შექმენით შესაბამისი შაბლონის მიხედვით.
6. კონფერენციაზე ურთიერთობის ენაა ქართული. ფორუმზე არაა რეკომენდებული ქართული ენის განზრახ დამახინჯება. თქვენი პოსტის ორთოგრაფიული სისწორე არის გარანტი იმისა, რომ მას წაიკითხავს ყველა დაინტერესებული მომხმარებელი. პატივი ეცით ფორუმის მომხმარებლებს, ისინი არ არიან ვალდებულნი ეძიონ აზრი გრამატიკულად დამახინჯებულ პოსტში.
7. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ურთიერთობის ისეთი ფორმის სპეციფიკა როგორიცაა კონფერენცია და ნათლად წარმოიდგინოთ მისი განსხვავება ჩათისგან. კონფერენციაში ყველა პოსტი ინახება განუსაზღვრელი დროით, მაშინ როცა ჩათი მათ მხოლოდ რამოდენიმე საათით ინარჩუნებს. შესაბამისად კონფერენციაში მიღებულია ისეთი პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც წარმოადგენენ არა წუთიერ ინტერესს, არამედ ისეთების რომელთა წაკითხვა საინტერესო იქნება გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც.
8. შეკითხვის შემცველი ახალი თემის გამოქვეყნებამდე სცადეთ გაუკეთოთ სწორი ფორმულირება თქვენს შეკითხვას.
9. თემის სათაური მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ამ თემის შინაარსს, სიტყვათა მინიმალური რაოდენობით. აკრძალულია თემის გახსნა არაინფორმაციული სათაურით, მაგ. "ვერაფერი გავიგე", "შემოიხედეთ", "დამეხმარეთ", "ვიყიდი", გავყიდი". სათაურში ნათლად უნდა ჩანდეს განსახილველი ობიექტი.
10. თუკი პასუხი გაგცეს და პრობლემაც გადაიჭრა, არ დაგავიწყდეთ მოკლედ აღწეროთ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და მადლობა გადაუხადოთ თანაფორუმელებს დახმარებისთვის, თუნდაც პრობლემის გადაწყვეტის გზა მათი მოწოდებული არ იყოს, ისინი ხომ შეეცადნენ დაგხმარებდნენ.

5) ►იკრძალება
1. უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაწმყოფელი გამონათქვამები, თუნდაც სიმბოლოებით შენიღბული.
2. წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, რასისტული ხასიათის გამონათქვამები, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება და კამათები რელიგიურ თემებზე.
3. წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
4. ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები, რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს.
5. სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების და პოსტების შექმნა, ასევე საიტების ბმულის გამოქვეყნება მათი პოპულარიზაციის მიზნით, ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.
6. ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ბმულების, ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალის გამოქვეყნება.
7. უაზრო და არაფრის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელსაც არ აქვს აზრობრივი დატვირთვა, ფლეიმი (Off Top) თემატურ ფორუმებში, ასევე კონფერენციის ჩათად გამოყენება, თემასთან თემატურად შეუსაბამო პოსტები. ასევე (Off Top) -ზე პასუხები.
10. თემების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
11. მოდერატორის, ადმინისტრატორის ქმედებების განხილვა სხვადასხვა განყოფილებებში, გარდა სპეციალურად ამ საკითხისთვის შექმნილი თემისა.
12. ხელმოწერაში (Signature) აკრძალულია ისეთი ინფრომაციის გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს სარეკლამო სახის ინფორმაციას, ბმულებს, საიტების სახელებს, უცენზურო სიტყვებს და გამოთქმებს, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების, კლუბის ან მისი წევრის საზიანო, შეურაცმყოფელ სიტყვას ან ფრაზას.
13. კონკრეტული თემის განხილვისას აკრძალულია სხვა საკითხებზე მსჯელობა (ე.წ.ოფტოპიკები) ოფტოპიკების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გახსნათ ახალი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. კონკრეტულ თემაში მოყვანილი კომენტარის შეფასება ე.წ. "ოფტოპიკად" შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრატორს, მოდერატორს და თემის ავტორს. ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, მოდერატორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ოფტოპიკის წაშლის თაობაზე.
14. ერთი და იგივე შინაარსის თემების გახსნა სხვადასხვა განყოფილებებში. ასეთი ქმედება ჩაითვლება ფლუდად (Flood).
15. რეპლიკების და მხოლოდ სიცილიკების დაპოსტვა. თუ რაიმე აზრი გაგაჩნიათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაასაბუთეთ იგი.
16. დაუსაბუთებელი გამოხმაურება, "ეს ჯობია", "არ მომწონს" და ა.შ. ყოველთვის მოიყვანეთ არგუმენტი თქვენი აზრის სასარგებლოდ.
17. იკრძალება უკვე არსებულ თემაში ახალი შეკითხვის დასმა, რომელიც არაა კავშირში თემის პირველ პოსტთან, თუ შეკითხვა საჭიროებს განხილვას გახსენით ახალი თემა შესაბამის განყოფილებაში.
18. იკრძალება გამოხმაურება შინაარსით ქართული, მაგრამ ლათინური ასოებით. ფორუმზე გამოიყენება ქართული კლავიატურის სკრიპტი, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა პოპულარულ ბრაუზერში ტექსტი აიკრიფოს ქართული ასოებით.
19. იკრძალება თემის სათაური რომელიც შეიცავს UPPER-CASE-ში დაწერილ რამდენიმე სიტყვას.
20. ნებისმიერი თემის ან საკითხის გარჩევის გაგრძელება, რომელიც მანამდე ადმინისტრაციის მიერ აიკრძალა ხელმეორედ განხილვისათვის, მაგალითად, წინამორბედი თემის დახურვა.
21. იკრძალება სურათების დადება [.IMG][./IMG] თაგებით, რომელთა ზომაც აღემატება 1024x768-ს.
22. სასტიკად იკრძალება ჩვენს ფორუმზე ატვირთული სურათის (სწრაფი გამოხმაურების ფორმაში დამატებული სურათის ასატვირთი ფუნქციით ატვირთული სურათის, ან iHost აპლიკაციით ატვირთული სურათის შემთხვევაში) გამოყენება სხვა საიტებზე, ფორუმებზე, ბლოგებზე და ასე შემდეგ თუ ატვირთული სურათი არ გამოიყენება (იგულისხმება თუ ატვირთული სურათის ბმული არ არის დაპოსტილი რომელიმე თემაში, ჩვენსავე ფორუმზე) ჩვენს ფორუმზე.

5.1 მართლწერის შეცდომები:
1. იკრძალება ორთოგრაფიული შეცდომებით წერა. მაგალითად: თუ თქვენ არ გინდათ გაიწეწოთ, მაშენ გთავაზოპთ იაფიან ვარეანტს
2. იკრძალება გრამატიკული და სინტაქსური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა, მაგალითად: ჩემი ცუდად ლაპარაკობს რუსული
3. იკრძალება პუნქტუაციური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა. მაგალითად: სამზე მეტი სასვენი ნიშნის გამოყენება მიყოლებით.
ამისთვის თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას Warn +10%
4. იკრძალება გრამატიკული შეცდომებით ნაწერი, ენის გასატეხი.
5. იკრძალება ტექსტი, დაწერილი დიდი და პატარა ასოებით (upper-case და lower-case) არეულად. მაგალითად: ConGRatuLatIonS, ან სხვადასხვა ანბანის ასოების ან ციფრების გამოყენებით, მაგალითად: Mera0m4em
როცა ტექსტს გაამზადებთ გამოსაქვეყნებლად, კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ მართლწერა და თუ იქნება შეცდომები დროულად ჩაასწორეთ.